თავი XXX - სხვა ამსტერდამი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

3316

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

“ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ წარმოგიდგენთ დავით ტურაშვილის ახალ ინტერნეტრომანს „სხვა ამსტერდამი“, რომელიც წერის პროცესში გამოქვეყნდება მხოლოდ saba.com.ge-ზე ყოველ ხუთშაბათს და მკითხველი შეძლებს ფეხდაფეხ, მწერალთან ერთად მიჰყვეს ლიტერატურულ სიუჟეტს. რომანში მოქმედება ძირითადად თანამედროვე ამსტერდამში მიმდინარეობს, მაგრამ მასში ძველი ამსტერდამის ამბებსაც ამოიკითხავთ, რადგან მისი სიუჟეტი მეჩვიდმეტე საუკუნეშიც ვითარდება და ზოგიერთი პერსონაჟი მეორე მსოფლიო ომის მონაწილეცაა. მათ შორის ავტორის ბაბუაც, რომლის შესახებაც ოჯახში მხოლოდ ის იცოდნენ, რომ იგი ჰოლანდიელ პარტიზანებთან ერთად გერმანელ ფაშისტებს ებრძოდა. თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ ომის დამთავრების შემდეგ სწორედ გერმანელებთან თანამშრომლობის ბრალდებით, მელენტი მასხულიას ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. იყო მესამე, ალტერნატიული ვერსიაც, რომელსაც მწერლის ბებია ავრცელებდა და რომლის თანახმადაც მისი მეუღლე, არც ჰიტლერს ებრძოდა (მით უმეტეს, არც სტალინს) და ამსტერდამის მისადგომებთან მეორე მსოფლიო ომს ემალებოდა. ჰოლანდიაში ყოფნის დროს დათო ტურაშვილმა საარქივო მასალებში იმ დოკუმენტებსაც მიაკვლია, სადაც არა მარტო თავისი ბაბუის, არამედ კიდევ ბევრი ქართველის ნამდვილი ისტორია ამოიკითხა.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გამოცემის წელი2015