ციცინათელების ქვეყანა
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
211
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
დათო ტურაშვილი
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
უკვე რამდენიმე წელიწადია, თბილისში ციცინათელები გამოჩნდნენ და ბავშვთა ჰოსპის „ციცინათელების ქვეყანაში“ დაიდეს ბინა. ჰოსპისი ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებული ბავშვების პატარა, თუმცა დიდი სიყვარულით განათებული ბუდეა, სადაც სითბოსთან, სიხარულთან და გამარჯვებასთან ერთად, მწუხარებაც ხშირია. აქაურობის მთავარი საზრუნავი ბავშვები არიან, მთავარი გმირები კი ის ადამიანები, რომლებიც მათ სიმშვიდესა და კომფორტზე, მათი უკანასკნელი დღეების გალამაზებასა და, უდიდესი ძალისხმევის შედეგად, ზოგჯერ მათ გამოჯანმრთელებაზეც ზრუნავენ. ჰოსპისის ისტორიას სწორედ ისინი მოგვითხრობენ – ადამიანები დიდი პროფესიული თუ ცხოვრებისეული გამოცდილებით. ისინი ყოველდღე გადიან ცრემლებით, ტკივილითა და დანაკარგით სავსე გზას, მაგრამ არასდროს უნელდებათ ციცინათელებზე ზრუნვის სურვილი და ძალა, რადგან იციან, რომ სინამდვილეში ციცინათელები არასდროს არ ქრებიან.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები