მზესუმზირა

რეიტინგი

3 / 5

ნახვა

102

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

უკვე ქართველი კაცებიც კი აღიარებენ, რომ ქართველი ქალები ძალიან ყოჩაღები არიან, მაგრამ ქართველი ქალები თუ ნიუ-იორკსაც ასე მოკლე დროში დაიპყრობდნენ, ჩვენც არ გვეგონა. არადა, მანჰეტენზე პირველი “Chama Mama” – ს გახსნიდან ძალიან მალე, ყველაფერ ქართულზე ისეთი მოთხოვნა გაჩნდა, რომ თამარ ჩუბინიძემ მეორე ქართული რესტორანიც გახსნა და მერე მესამეც და ახლა ამერიკაში უკვე ამ სახელწოდების მთელი ქსელი არსებობს. თუმცა “ჩამა მამა” სინამდვილეში არა რესტორანი, არამედ ქართული კულტურისა და საქართველოს ისტორიის ცოცხალი მუზეუმია და განსაკუთრებით მყუდრო, წერისა და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო (ჩემი სუბიექტური აზრით) მაინც ბრუკლინის “ჩამა მამაა” მონტეგის ქუჩაზე. შექსპირის მიხედვით, რომეოც მონტეგების გვარს ეკუთვნოდა (ზოგ თარგმანში მონტეკებსაც უწოდებენ ქართველები) და ჩემი ნება რომ იყოს, ვიჯდებოდი იმ კედელთან, რომელსაც გალაკტიონის მზის სადარი სი­ტყვები ამშვენებს (ან ვიჯდებოდი ფანჯარასთან) და როცა წერისგან დავიღლებოდი, სანაპიროსკენ გავისეირნებდი. იმ სანაპიროდან (იქამდე დაახლოებით სამასი ნაბიჯია) მარჯვნივ ჩანს ბრუკლინის ლეგენდარული ხიდი, პირდაპირ ქვემო მანჰეტენის სასწაული და მარცხნივ კი ის კუნძული, სადაც სხვა ემიგრანტებთან ერთად, ზურაბ აბდუშელმაც გაიარა სავალდებულო კარანტინი 1945 წელს, როცა ამერიკას მიადგა. სწორედ იქ ვნახე ძალიან ასაკოვანი წყვილი, ქალი და კაცი, რომლებიც ისხდნენ ბაღის სკამზე, მზესუმზირას მიირთმევდნენ და იმავე ელისის კუნძულს გაჰყურებდნენ (რომელსაც მე) და უცებ ვიფიქრე, რომ მათ ერთმანეთი, სწორედ იქ, კარანტინის დროს გაიცნეს ოდესღაც და უცებ მომინდა მზესუმზირასავით წიგნი დამეწერა. რა უნდა იყოს წიგნი-მზესუმზირა – არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ აკნატუნებ და არ მთავრდება, უფრო სწორად კი, არ გინდა რომ დამთავრდეს, მიუხედავად იმისა, რომ გზაში დაწერილია და ავტორიც მწერალს კი არა, მგზავრს უფრო ჰგავს…

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN9789941318412
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები248
გამოცემის წელი2024