იტვირთება...

მოთხრობების სრული კრებული

ფრანც კაფკა

5,519 ნახვა
5
(0 რეცენზია /7 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
18.1
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ფრანც კაფკას (1883-1924), ყველაზე იდუმალ გენიოსს XX საუკუნის ლიტერატურის ნოვატორთა შორის, უამრავ კითხვაზე სურდა პასუხის პოვნა: არსებობს კი საზღვარი სინამდვილესა და წარმოსახვას შორის? როგორ შეიძლება იცხოვროს ადამიანმა, თუ ის საზოგადოებრივი წესრიგის დამთრგუნველ ბუნებას გააცნობიერებს? სად მიგვიყვანს საკუთარი თავისგან გაქცევის ნებისმიერი ცდა? როგორ განსაზღვრავს კაცობრიობის ტოტალურ გაუცხოებასა თუ მარტოობას ჩვენივე დაუძლეველი შიშები? ალბათ სწორედ ამიტომ კაფკას გმირების ყოველდღიურ, უინტერესო ყოფაში იჭრება მისტიკური ფანტასტიკა, აბსურდული და საშიში სიზმრის მოდელი... ფარული პარადოქსების ასახვის დიდოსტატის, კაფკას სამყაროში „სიცრუე ქვეყნის წესრიგად ქცეულა“ და დაბნეული ადამიანი უზენაესი ჭეშმარიტებისაკენ მიმავალ გზას ვერ აგნებს... კაფკას მეგობარმა, მაქს ბროდმა მწერლის ანდერძი არ შეასრულა („უსაყვარლესო მაქს, ყველაფერი... დაწვი სრულად და წაუკითხავად“), ბევრი იღვაწა, რომ მისი დანატოვარი ყოველი სტრიქონი გამოექვეყნებინა და კაცობრიობას მარადიული საჩუქარი უძღვნა: სიცოცხლეში კაფკას მხოლოდ მკითხველთა ვიწრო წრე იცნობდა, საუკუნის შემდეგ კი მისი შემოქმედების შესახებ ლიტერატურული, ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური თუ ლინგვისტური კვლევები კვლავაც არ წყდება. მართალია, კაფკას ქართველი მკითხველი კარგად იცნობს, მაგრამ მოთხრობების სრული კრებული (მათ შორისაა დღემდე უთარგმნელი რამდენიმე ნაწარმოებიც) ქართულად პირველად ქვეყნდება.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-30-682-2
სათაური:
მოთხრობების სრული კრებული
ავტორი:
გამოცემის თარიღი:
2020
თარგმანი:
გერმანულიდან
მთარგმნელი:
რუსუდან ღვინეფაძე
გვერდები:
518
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
5519
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(7) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [7]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]