იტვირთება...

ბლუმფელდი, შუახნის უცოლო კაცი და სხვა მოთხრობები

ფრანც კაფკა

7,367 ნახვა
4.3
(0 რეცენზია /3 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
2.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
თანამედროვეები კაფკას შესახებ: „ეს მაძიებელი და გულგატეხილი, რომელსაც თავისი ნაშრომის გადაგდება უნდოდა, დიდი პოტენციის პოეტი იყო, მან საკუთარი ენა, სიმბოლოებისა და იგავების სამყარო შეიქმნა, რომლითაც აქამდე უთქმელის თქმა შეძლო.“ "ამ შეპყრობილ ებრაელზე, რომელიც სამაგალითო გერმანულს წერდა, ამ პედანტურად ზუსტ ფანტასტზე, რომელიც ბევრად მეტი იყო, ვიდრე ფანტასტი და პოეტი, კიდევ იმსჯელებენ და იკამათებენ მაშინ, როდესაც დავიწყებას მიეცემა უდიდესი ნაწილი იმისა, რასაც ჩვენ ჩვენი დროის გერმანულ ლიტერატურაში დღეს მნიშვნელოვნად ვთვლით." „სიზმარივით ეთერული და ლოგარითმივით ზუსტი“ „გერმანული ენის იდუმალი ოსტატი და მეფე“ ჰერმან ჰესე „ჩვენ ყველამ, ვინც წიგნის კითხვას ვიწყებთ, უკვე ოცი ან ოცდაათი გვერდის შემდეგ ვიცით, სად უნდა გავამწესოთ მწერალი; რა არის ეს; როგორ ვითარდება; სერიოზულია თუ არა; რა ადგილი უნდა მივუჩინოთ ასეთ წიგნს ზოგადად. აქ შენ არაფერი იცი. სიბნელეში აცეცებ ხელს. რა არის ეს? ვინ ლაპარაკობს? კაფკამ წიგნები დაწერა, სულ რამდენიმე წიგნი, მიუწვდომელი, კითხვით ამოუწურავი წიგნები. შემოქმედს რომ სხვაგვარად ენება და ის აზიაში დაბადებულიყო: მილიონები მოეჭიდებოდნენ მის სიტყვებს და მათ ამოცნობას ეცდებოდნენ, მთელი ცხოვრების განმავლობაში. ჩვენ შეგვიძლია, ვიკითხოთ, გავოცდეთ, მადლობა ვთქვათ.“ კურტ ტუხოლსკი „და კაფკა, მათ ის ვერ შენიშნეს, ასე მგონია. ის გაუცვეთელი და მეტისმეტად ახალი იყო. მისი ერთი მოთხრობა წავიკითხე: გასაოცარია.“ რაინერ მარია რილკე
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
კაფკას ინტერპრეტაციისთვის: „ის თავისი მარტოსული, მძიმე ცხოვრების სიზმრებსა და ხილვებს გვაძლევს, იგავებს თავისი განცდილის, გასაჭირისა და სიხარულის შესახებ, და ეს სიზმრები და ხილვებია ის ერთადერთი, რაც მასში უნდა ვეძებოთ და მისგან მივიღოთ, და არა „განმარტებები", რომლებიც ამ ნაწერებს გამჭრიახმა ინტერპრეტატორებმა შეიძლება მისცენ“, რომლებიც „კართან დგანან, ათასი გასაღების მორგებას ცდილობენ და ვერ ხედავენ, რომ კარი ღიაა". ჰერმან ჰესე „ყოველი დამატებითი სიტყვა ზედმეტია და მხოლოდ აბუნდოვანებს შინაარსს, რომელიც ისევე დევს ზედაპირზე, როგორც სიღრმეში." ვილი ჰაასი „შეგვიძლია ომისშემდგომი წლების „პრო და კონტრა“-ხმაურის შემდეგ დამდგარი პირველი სიჩუმე გამოვიყენოთ, რომ ის [კაფკა] ხელახლა წავიკითხოთ. მწერლის სათანადოდ გაგება მხოლოდ სიჩუმეში შეიძლება, რადგან როდესაც ყველა განმარტება მოძველდება და ყველა ახსნა გაიცვითება, მისი ნაწერი თვითონ ხსნის თავს უცვეთელი ჭეშმარიტებით, რომელსაც მხოლოდ საკუთარ თავს უმადლის." ინგებორგ ბახმანი
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ბლუმფელდი, შუახნის უცოლო კაცი და სხვა მოთხრობები
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
თარგმანი:
გერმანულიდან
მთარგმნელი:
ქეთევან კიკნაძე
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
7367
რეიტინგი:
4,3
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(3) რეცენზია
4.3
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [0]
  • 3
    [1]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]