გული ძგერს გული ძგერს გული, გული ძგერს
მაჯებზე ფეთქავს კანი,
სისხლი სიცოცხლეს დამიწერს
გული ძგერს მთელი ტანით,
მზე ამოვიდა ჩავიდა
გული ძგერს გული, გული
და უსასრულო ჩქამიდან
სუნთქვები გადაბმული,
ვინც ცაში ვარსკვლავებს უცქერს
მთვარეთი დადაგული,
მე ვარ და გული ისევ ძგერს
ისევ ძგერს გული, გული
და აღმადაღმა იფეთქებს
და მახსენდები ფიქრდაფიქრ
და ძგერს გული, გული ძგერს
ჰორიზონტისკენ პირდაპირ,
სრული სიმშვიდე მეუფლა
ვით ბრძენი გზად მოარული,
სული ვიგრძენი სხეულში
გული ძგერს, გული გული.
გული ძგერს გული გული ძგერს,
გული ძგერს გული გული...