ელექტროთაობა

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

8943

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

"მართალია, "ლიტვურ ვოიაჟში" ასე წერს, მაგრამ მე მგონია, რომ მარი ბექაურის პროზა ეროტიკული კი არა, გულწრფელია. მე კი გულწრფელობა ლიტერატურაშიც ისევე მიყვარს, როგორც – ცხოვრებაში და როგორც არ უნდა წარიმართოს მისი ლიტერატურული ცხოვრება, ყოველთვის სიამოვნებით წავიკითხავ მარის მოთხრობებს. საერთოდ, ძალიან მაინტერესებს ქართველი პროზაიკოსი ქალები, რადგან მათი ტექსტები უფრო მოულოდნელია ხოლმე ჩემთვის, ვიდრე პოეტი ქალების ემოციები და მარი ბექაურის გამბედაობამ კი დასაწყისშივე გამაკვირვა და გამახარა. მაშინვე, როგორც კი ეს ავტორი გავიცანი, მივხვდი, რომ თანამედროვე ლიტერატურულ პროცესს ისეთი განსხვავებული და გამორჩეული ხმა შეემატა, როგორიც განსაკუთრებით მიყვარს – თან მხიარული და თან ძალიან, ძალიან სევდიანი..." დათო ტურაშვილი. მარი ბექაურის მოთხრობების კრებული "ელექტროთაობა" 10 მოთხრობას აერთიანებს, ესენია: დები, იაკობი, ლევ, ლიტვური ვოიაჟი, ჩემი მეზობლები და მეგობრები, ამ ბავშვს, სახლი დედესთვის, ელექტროთაობა, ბავშვობა, როგორიც სინამდვილეშია, AS THE SQUARES OF HOPSCOTCH

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-15-565-9
გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები158
გამოცემის წელი2011