მეორე მხარე
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
5164
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
მარი ბექაური
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"მე ვყვები ჩემს ამბავს და ჩემი ამბავი გრძელდება ასე"... გრძელდება ორიგინალურად, არა ისე, როგორც თავდაპირველად წარმოიდგენს მკითხველი. მარი ბექაურის ახალი რომანი ემოციებით, განცდებით, სევდითა და მოლოდინით აღსავსე წიგნია, რომლის გმირიც სხვადასხვა დროისა და ამბის, სხვადასხვა თავგადასავლის პერსონაჟებს ესაუბრება; თავის თავგადასავალში ამ გმირების არსებობას აღიარებს და მათ საკუთარ ამბავში ისე რთავს, როგორც ყოველდღე შემხვედრს, რომელთან დიალოგიც გარდაუვალია და რომელთა ისტორიების ცოდნის გარეშეც საკუთარს თითქოს ვერასოდეს შექმნიდა. ეს არის რომანის მთავარი გმირისა და დანარჩენი პერსონაჟების მსგავსების ძირითადი საფუძველიც: "შენც ისევე იცხოვრე იმ მწერლის გამოგონილ ამბავში, როგორც მე ვცხოვრობ საკუთარ ამბავში." ექვსი საფეხურის ჩავლის შემდეგ მკითხველი მთავარ მინიშნებას ბოლო აბზაცში ამოიკითხავს და ამბავიც სრულდება, სრულდება დასკვნით, რომ ურთიერთგაგება პატიების შედეგია, ორივე ერთად კი არის მთავარი რეალური თუ შეთხზული ამბების გზაჯვარედინზე, მთავარი, რის გამოც ღირს ისტორიების გამოგონება.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები