ბებია, რეი და ამერიკა
რეიტინგი
4.5 / 5
ნახვა
7200
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
მარი ბექაური
გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
"...[ის] ჩემთვის თავისუფლებისა და მარტოობის ადგილი იყო. ასე ჩანდა ფილმებიდან და მეც ვიცოდი, რომ სადღაც, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, არსებობს ქვეყანა, სადაც იბადებიან ადამიანები, რომლებიც უკრავენ თავისუფლების მუსიკას, მღერიან სიყვარულზე და ტკივილზე, ებრძვიან დარდს და სწამთ ღმერთის, როგორც ეს ესმით", – პატარა, ომგამოვლილი საქართველოდან ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით მდებარეობს ქვეყანა, რომელიც ბევრისთვის ნამდვილი თავისუფლების სიმბოლოა. ქვეყანას ამერიკა ჰქვია. ახალგაზრდა მწერლის, მარი ბექაურის მცირე რომანის მთავარი პერსონაჟი ამერიკაში ცხოვრებაზე მეოცნებე ახალგაზრდა ქალია, რომელიც ხან მზად არის, ამ ოცნებისთვის გაწყვიტოს ყველა ძაფი, რაც კი რეალობასთან აკავშირებს, ხანაც – პირიქით. ოცნებისა და რეალობის ჭიდილი დეპრესიაში აგდებს მას, თუმცა დეპრესიიდან გამოსავალს თავადვე პოულობს... რომანი, რომელიც ერთი მოსუნთქვით იკითხება, ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები