არ დაელოდო ანგელოზებს

რეიტინგი

4.2 / 5

ნახვა

1720

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„ძაღლები ყეფენ, რა უნდა ეთქვათ ახლა ძაღლებზე?“ პოეზია კითხვებია და არა პასუხები. თუ პასუხი იცი, რატომღა დაწერ. ეძიებ და აგნებ, მაგრამ „მიგნებული“ ახალი კითხვებით გეძახის ახალ გზაზე. „გაიხსენე, რომელ სადგურს მიადექი?“ პოეზია გზაა და არა ვიწრო ოთახი. გზას მიუყვები, მაშინაც, როცა ღამით სამზარეულოში წერ. პარიზშიც ხარ, არაბეთშიც და აფრიკაშიც. „შენ ზიხარ ოთახში, სადაც დღის ამბები გროვდება“. პოეზია სიზმარია და არა ცხადი, მაგრამ ეს სიზმარი ხშირად სიცხადეზე უფრო რეალურია და მკაცრი. „შენი ცხადიდან ნამსხვრევებს ვიღებ სიზმრებისთვის. სიზმრები უზომოდ ცხადები არიან“. პოეზია ბზარია და არა სიმრთელე, რომლის გამთლიანებასაც უსასრულოდ ცდილობს ლექსი, მაგრამ მხოლოდ ახალ ბზარებს, კითხვებსა და გზებს ბადებს. „ბზარების შეხორცება ძნელი ასატანია?“ პოეზიაა ნიკა ლაშხიას ახალი კრებული, სადაც ანგელოზებს არ უნდა დაელოდო“. – გაგა ნახუცრიშვილი

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-31-665-4
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები88
გამოცემის წელი2022