სხვა ავღანური დღიური
რეიტინგი
4.8 / 5
ნახვა
1588
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გიორგი აბდუშელიშვილი
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
წიგნში – „სხვა ავღანური დღიური“ ავტორი გვიყვება საქართველოდან შორს, სამშვიდობო მისიით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ყოფნის დღეებზე, პირად გამოცდილებაზე, სირთულეებზე და ჯარისკაცების ტრანსფორმაციაზე მძიმე, დამღლელი, გამოწვევებით სავსე, ზოგჯერ ტრაგიკული მოვლენების კვალდაკვალ. ისტორიებს, რომელთა ათვლაც 2015 წლის გაზაფხულიდან იწყება, როცა ავტორი „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში ავღანეთში ჩავიდა, „რამშტაინის“ ავიაბაზაზე ნაყიდი მწვანეყდიანი წიგნაკი კრავს. ადამიანურ ამბებთან ერთად, დღიური გვთავაზობს ექსკურსს რესპუბლიკაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებების, სამოქალაქო ომის შესახებ, ადგილობრივი მოსახლეობის სისხლით და ტანჯვით სავსე ცხოვრებაზე. სიღარიბე, ქრთამი, „დიდი იდეებისთვის“ თვითმკვლელ შაჰიდებად მომზადების მიზნით ახალგაზრდების გატაცება, მითები, რეალობა, ამ ყველაფერთან ერთად კი, ქართული ბატალიონის წვლილი მშვიდობის დასამყარებლად, წიგნის მთავარი ქვაკუთხედია. პარალელურად, ავტორი გულწრფელად გვიამბობს საკუთარ განცდებზეც, სამშობლოდან შორს მყოფი ადამიანის გაუფილტრავ ემოციებზე, ჯარისკაცების ცოლების სიძლიერეზე, ქმრებისგან დამოუკიდებლად რომ უწევთ საოჯახო საქმეების გაძღოლა. მივიწყებული „სხვა ავღანური დღიური“, საქართველოში ავტორის დაბრუნებიდან ექვსი წელი – თაროზე იდო, მანამ, სანამ 2021 წლის ავღანეთის მოვლენებმა მოგონებები არ გააცოცხლა და რამდენიმეთვიანი ძებნის შემდეგ, მწვანეყდიანი წიგნაკი სახლის სარდაფში, ძველი ჩანთის ჯიბეში არ აღმოჩნდა.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები