ისმის ჩემი ხმა?

რეიტინგი

4.1 / 5

ნახვა

2250

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

ინტელექტი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„...ჩვენ, ჩვენი პოეტის მკითხველები ვდგავართ ჩვენი სამყაროს დასასრულში და სხვისი სამყაროს დასაწყისში და ვფიქრობთ, მართლა ხომ არ დამთავრდება ყველაფერი, იქნებ აღარ დაიწეროს პოეზია. დიახ, იქნებ აღარ დაიწეროს პოეზია, ხომ თქვა თეოდორ ადორნომ 1949 წლის ესეში: „ლექსების წერა აუშვიცის შემდეგ ბარბაროსობააო“, მაგრამ მას არავინ დაუჯერა, აუშვიცის შემდეგაც, ბუჩას შემდეგაც. ყველაფერ ამის მოწმე ჩვენი პოეტის „უკრაინული“ ლექსებია, რომელთაგან ერთი, „ღმერთო, არ ჩაგეძინოს!“ განსაკუთრებული ემოციით გამოირჩევა და, რაკი მთელი ტექსტი ღმერთს მიმართავს, ყველაზე უბრალო, უეშმაკო პოეზიითაა დაწერილი. აი ასე: ომში წავიდა – ნუ აქცევ მკვლელად! დაასრულე ეს საზარელი ომი, ნუ მაჭმევ სირცხვილს. უნდა ვინახულო და ცოცხალი დამახვედრე. ღმერთი არ გაგიწყრეს, არ ჩაგეძინოს! ყოველთვის ვიცოდი, რომ მრავლობით სამით იწყება. ორი ორობითია. არის ასეთი რიცხვის კატეგორია პატიოსან ძველ ენებში. ქართულშიც იყო. ნართანიანი მრავლობით ყოფილი ორობითია. გენიალურმა აკაკი შანიძემ თქვა. იყო ეგნატე ინგოროყვა, ნინოშვილი, კარგი მწერალი. იყო პავლე ინგოროყვა, უკეთესი მეცნიერი. საჭირო იყო მესამე ინგოროყვა, საუკეთესო პოეტი. ღმერთს არ ჩასძინებია“, – ლევან ბერძენიშვილი.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-31-495-7
გამომცემლობაინტელექტი
გვერდები108
გამოცემის წელი2022