დონორი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
3408
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ნიკა ლაშხია
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„უპირველესი, რაც ნიკა ლაშხიას ლექსებში ძალიან მომწონს, არის ის, რომ იგი ჯიუტად ცდილობს, გათავისუფლდეს ზედმეტი სიტყვებისაგან. სათქმელი ისე გამომარგლოს, ისე მოაცილოს ყოველგვარი სარეველა, რომ ფრაზაში მხოლოდ აუცილებელი სიტყვები დარჩეს და ამით თითოეული სტრიქონი შორიდანვე გამოკვეთილ ყვავილებისა თუ მცენარეების კვლებს ან დამარმაშებული ვენახის შარებს დაამსგავსოს. აქედან მოდის ნიკა ლაშხიას სწრაფვაც მინიმალიზმისა და მისი პოეტური ფორმებისაკენ. ის ხშირად ახერხებს რამდენიმე ფრაზაში ჩაწნეხოს იმხელა განცდილი თუ ნაფიქრალი, რის ამოთქმასაც ზოგჯერ ბელეტრისტიკის ეპიკური ფორმებიც ვერ აუდის. განსაცდელს და საფიქრალს კი ჩვენი არეული ყოფა იმდენს გვთავაზობს, ერთი ადამიანის სიცოცხლე არ ეყოფა. ნიკა ლაშხიას პირველი პოეტური კრებული მარწმუნებს, რომ მისი სიცოცხლე პოეზიის სამსახურისათვის არის მოწოდებული. ის სრულიად თანამედროვე ენით, ხერხებითა და საშუალებებით ახმოვანებს მარადისობას. ამიტომაც ცხოვრობს აქ, მაგრამ იკვებება მარადისობით. ამიტომაც მგონია მისი კრებული – „დონორი“ – ახალი სისხლი ქართული პოეზიისათვის“ - გიორგი ლობჟანიძის წინასიტყვაობიდან
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები