"გოგლიმოგლი" აფხაზურად

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

3593

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

x

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

„გოგლიმოგლი“ აფხაზურად - გიორგი შერვაშიძის რომანების სერიის „მცირეს თავგადასავალის“ მესამე ნაწილია. სათავგადასავლო სერიის მთავარი გმირი - პლატონ ანჩაბაძე, ამჯერად, ახალ სახიფათო თამაშებში ეხვევა. ეს თამაში კი, არც მეტი, არც ნაკლები - აფხაზეთის პოლიტიკურ ბედ-იღბალს უკავშირდება... რა ჩანაფიქრი აქვს ცხოვრებას, როცა მეგობრის ქორწილის ნაცვლად თავს საეჭვო სპეც-სამსახურის თანამშრომლების გარემოცვაში ამოყოფ; ვინ იმალება სათნო მონაზვნის თავსაბურავის მიღმა; რა უფრო მნიშვნელოვანია პლატონ ანჩაბაძისთვის - აფხაზეთის მონარქის ტახტი თუ საყვარელი ქალი? - ამ თავსატეხებს პასუხებიც ავანტურისტული და ძალიან მხიარული აქვს. გიორგი შერვაშიძე იუმორით და ექსპრესიით ყვება ერთი შეხედვით დაუჯერებელ ამბავს, რომელიც, ნამდვილი რომ ყოფილიყო, მხოლოდ პლატონ ანჩაბაძის კი არა, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ცხოვრებასაც შეცვლიდა. თუმცა, ვინ იცის, რა არის ნამდვილი და რა - გამოგონილი, ლიტერატურა ხომ სწორედ ამ კითხვებს შორის განცდილი თავგადასავალია?! ნინია სადღობელაშვილი

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-31-046-1
გამომცემლობაx
გვერდები291
გამოცემის წელი2019