ასი ათას ერთი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
1392
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
გიორგი შერვაშიძე
გამომცემლობა
x
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
კრებული იწყება მონოპიესით „გივის ბაბლი“. ამ „ბაბლმა“ არ დაგაბნიოთ, ინგლისური სიტყვაა და ბუშტს, უფრო კი საპნის ბუშტს ნიშნავს და ჩვენი ყოფის, ნაჭუჭის აღსანიშნავად გამოიყენება. პიესა კი გივის სიმარტოვეზეა... (ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებული. 2021 წელი) კრებულში მეორეა აბსურდული ტრაგიკომედია „ასი ათას ერთი“. პიესაში იგივე ტრაგედია თამაშდება, რა ტრაგედიაც საუკუნეების წინ მეტეხის ხიდზე მოხდა. დიახ, ეს აბსურდული ტრაგიკომედია სწორედ ასი ათასი მოწამის ამბავს ეხმიანება და მისი აბსურდულობა კი იმაში მდგომარეობს, რომ მოქმედება ოცდამეერთე საუკუნეშია და თან პირვანდელი ისტორიისგანაც სრულიად განსხვავდება... (მ. თუმანიშვილის ფონდის კონკურსის - ახალი ქართული პიესა 2021 - ფინალისტი) მესამე პიესაა ორმოქმედებიანი ტრაგიკომედია „პომადა და საცვლები“, სადაც მთავარი გმირი გარდაცვლილია და საკუთარ პანაშვიდს ესწრება... და მიუხედავად სიტუაციის ტრაგიკულობისა, არ დაიჯერებთ და ეს ერთობ სახალისო ამბავია. აბა, სახალისო არაა, როდესაც კუბოში ზიხარ, ყველასი გესმის, ყველას ხედავ და სიტუაციის კომიკურობაზეც შეგიძლია, უსასრულოდ ,,იღადაო“. (ლიტერატურული კონკურსი - წლის საუკეთესო პიესა - ნომინანტი. 2021 წელი)
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები