იტვირთება...

ზღაპარივით ნამდვილი ამბები

თამარ ჩაჩიბაია

2017 წელი | ქეისიესი
2,791 ნახვა
5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3.6
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ახლა უკვე ბავშვები მოუთხრობენ უფროსებს ზღაპრებივით ნამდვილ ამბებს... და რატომ თუ მიხვდებით? რადგან ალბათ ყველას ცხოვრებაში არის ისეთი დრო, როცა ჩვენი დედები გვიყვებიან ზღაპრებს. დედაჩემმა ერთხელ გაიხსენა, რომ როცა ბავშვობაში ზღაპარს მიკითხავდა, მე ვაწყვეტინებდი: “მასე კი არა, ასე უნდა” და ვუყვებოდი ჩემს მიერ გამოგონილ ამბავს. დედაჩემი მეუბნებოდა: „მე სიამოვნებით გისმენდიო“. ჩემი პირველი ზღაპარი, რომელიც დედას წავუკითხე, ისე მოეწონა, რომ მთხოვა: “მარტო ჩემთვის მოიგონე ზღაპრებიო”, და მეც მას ვუძღვნი...
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
მე საბავშვო მოთხრობების წერა იმიტომ დავიწყე, რომ პროფესიით ექიმი ვარ, ამასთანავე ცხოველების მოყვარული და მათი უფლებების თავგამოდებული დამცველი. ფიზიოლოგიის სწავლის დროს, ექსპერიმენტები ბაყაყებზე, თაგვებზე, ბოცვრებზე და ძაღლებზე მიუღებლად მიმაჩნდა. მერე გავხდი ეთიკის მასწავლებელი და ასე გავაგრძელე გაუმართლებელ ექსპერიმენტების წინააღმდეგ ბრძოლა. ერთ მშვენიერ დღეს მოვხვდი ცენტრალური ევროპის ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ქალაქ ბრატისლავაში, ის ისტორიული ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ცენტრში მდებარეობს, ვენასა და ბუდაპეშტს შორის. აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ცხოველებზე ცდების ჩატარების ნაცვლად ამეთვისებინა სხვა ალტერნატიული მეთოდი, როგორიცაა კომპიუტერული სიმულაცია. გავიცანი ინდოელი კოლეგა, რომელიც ფარმაციაში მუშაობდა და ამ მეთოდს კარგად ფლობდა. ერთად ვიმუშვეთ კიდეც. მანახა ვივარიუმი, სადაც თეთრ თაგვებს აშენებდნენ ექსპერიმენტებისთვის. სწორედ მაშინ დავწერე პირველი ზღაპარი თეთრ თაგვ პიპაზე, რომელიც ლაბორატორიის ხელმძღვანელს მართლაც ჰყავდა ხელზე მიჩვეული და გამოზრდილი. ბაყაყი კი იმიტომ გაჩნდა ჩემს მეორე მოთხრობაში, რომ ძალიან ბევრი ახალი სახეობის ბაყაყი იქნა აღმოჩენილი ბოლო წლებში, რაც გასაოცარი მოვლენაა ბიომრავალფეროვნების მოყვარულთათვის. მერე ჩემს მიერ მოყოლილ ამბებში ნამგალა და ღამურა გაჩნდა. ცენტრალურ ევროპაში დიდი ყურადღება ექცევა მათ გადარჩენას და საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებას, იმის გამო, რომ ბოლო წლებში მათი რაოდენობა შემცირდა ადამიანების ნეგატიური გავლენის გამო. ღამურები გამოქვაბულებში ცხოვრობენ კოლონიებად და ადამიანები მათ აკვირდებიან, ხოლო ბუნების დამცველები მათ უფრთხილდებიან, რომ არაფერი დაუშავდეთ. ნამგალა ჩიტის უზომოდ დიდი ზომის პოსტერი12 სართულიანი კორპუსის მთელ ფასადზე იყო გადაჭიმეული და შორიდანაც ძალიან კარგად შეიძლებოდა დანახვა, რაც ყურადღების მისაპყრობად იდეალური ხერხი აღმოჩნდა, იმისთვის, ვინც აქამდე არ იცოდა ამ ფრინველების მნიშვნელობა. ბევრმა სულაც პირველად გაიგო ნამგალა ჩიტის არსებობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათ გასაფრთხილებლად და გადასარჩენად. ჩემი "ზღაპარივით ნამდვილი ამბებიც" ამ მიზნით შეიქმნა, რომ ბავშვებმა გაიცნონ იშვიათი და საფრთხის ქვეშ მყოფი სულიერი არსებები და უფრო მეტად შეიყვარონ ჩვენი დედამიწის უსაზღვროდ მრავალფეროვანი და ნაირსახოვანი ბუნება.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-27-720-7
სათაური:
ზღაპარივით ნამდვილი ამბები
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2017
გვერდები:
24
კატეგორია:
დებიუტი 2017
ნახვები:
2791
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]