რა ხარ შენ,
თუ არა
ცაში აშვებული მილიონი პარაშუტი
რომლებსაც აერიათ
კოსმოსში მიმავალი ყველა მარშრუტი
დაეკარგათ კვალი
და მათ მშვენიერებაზე
მიწიდან მე შემრჩა თვალი
და დაავადებული გული
რომელიც მათ სიმაღლეზეა ამოსული
მათ გზებზეა გადაკარგული
რა ხარ შენ,
თუ არა
თავში გამჩნდარი სიყვარული
რა ხარ შენ,
თუ არა
ჩემს ოთახში მობინადრე მოჩვენება
რომელსაც ყოველ ღამე ვეძებ
და არასოდეს ჩნდება
ცეცხლი, რომელიც არასოდეს ქვრება
მოგონება, რომელიც არასოდეს კვდება
რა ხარ შენ,
თუ არა
გულში შემოსული ვნება
ღამის შეუცვლელი სიზმარი
ყოველ ღამე რომ მესიზმრება
ღია სისხლი, ჩემი სნეული
ტანიდან რომ იღვრება
თავი, რომელიც გახეთქეს ფიქრებმა
რა ხარ შენ,
თუ არა
სამოთხიდან გადმოსული შუქები
მოდი ჩემთან,
მე მაქვს შენი გზების რუქები
მე ვიცი ყველა შენი მარშრუტები
აიღე და გაფრინდი
როგორც ყოველთვის...
როგორც მიფრინავენ პარაშუტები...