კარის პოეზია -
ვაყურადებ სიჩუმის ბგერებს.
სიმყუდროვესაც დასჩემდება ზოგჯერ ხმაური.
მებლანდება მოჩვენებები –
თურმე
ოთახში ავი სიზმრების პერსონაჟები დაკაცუნობენ.
უმოძრაოდ გაღვიძებული და დამცხრალი გრძნეულებით სახენაპოვნი. ...
(2017)
ეპიტაფიას -
მიწერს ახლა ტვინში ქაოსი.
თითქოს ცხენებმა ფლოქვი დაჰკრეს – ქშენენ, ჩქარობენ.
კორიანტელი მტვრის და ბრაზის ყალყზე დამდგარა.
მღლის ეს ფრუტუნი.
მინდა, ტანით მეც გავცხოველდე.
უგონებოდ და უემოციოდ -
მე იოლად ჩამოვიტოვებ მოლოდინის რისხვას და ჭექას.
შევერევი უტვინო ხროვას. ...
(2017)
ჯერ არნახული -
ეჭირათ კუბო ძლიერ ხელებს,
ბილწმა ნიავმა გადახადა ქალს თეთრი სუდარა,
და დაუშვა გედის ფრთასავით ქვემოთ მიწისკენ.
მკერდიდან ზემოთ შიშველი და დაუფარავი,
მხრებსა და კისერს მხოლოდ თეთრი წვრილი ზონარი აჩენდა საზღვარს,
ვერცხლის ჯაჭვი ჯვარშებმული მოსვენებულად იდო სხეულზე.
თმები გრძელი და დაფენილი. ...
(2016)