იტვირთება...

კალმისტარი

სოფიო კუბლაშვილი

2017 წელი | სეფორა
5,381 ნახვა
5
(0 რეცენზია /3 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0
ყიდვა
ანოტაცია
წიგნში იმერული ამბებია მოთხრობილი. საკითხავად საინტერესო, წასაკითხადაც იოლი. ამიტომაც ,,იმერული საკითხავიც“ ზედგამოჭრილი იქნებოდა სახელად. სურნელოვანი სტრიქონებია – ჩემი მამულისა და დედულის გამოზამთრებული მიწა – შეგოჯიჯებული, გამომშრალი, ზედვეა ამოკაწრული პწკარები და საქვეყნოდაა გამომზეურებული. გეოგრაფიული არეალი – ქვემო იმერეთის სოფლები: ხრესილი (ტყიბულის ზონა) და სკანდე (თერჯოლის ზონა). ისტორიულ წყაროებშივე ცნობილი ადგილები: ,,ხრესილის ბრძოლა“ და ,,სკანდის ციხე“. XX საუკუნის 80–იანი წლებიდან დღემდე თვალყურმიდევნებული, საქართველოს ქრონიკებში ჩაკარგული ყოფიერების კერძო ისტორიები. აქ ნოველებადაა დალაგებული რეალური ამბები საოჯახო ისტორიიდან. ბავშვობისდროინდელი მოგონებები – გაუწვრთნელი გონებით აღქმული, დავიწყების შიშით დამახსოვრებული, ემოციებით გამსუყებული, სასაცილოდ თუ სატირლად შემართული, სამხიარულოდ თუ სასევდოდ შეთხზული და ჩამოკალმული. არავინ და არაფერია გამოგონილი.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
წიგნში იმერული ამბებია მოთხრობილი. საკითხავად საინტერესო, წასაკითხადაც იოლი. ამიტომაც ,,იმერული საკითხავიც“ ზედგამოჭრილი იქნებოდა სახელად. სურნელოვანი სტრიქონებია – ჩემი მამულისა და დედულის გამოზამთრებული მიწა – შეგოჯიჯებული, გამომშრალი, ზედვეა ამოკაწრული პწკარები და საქვეყნოდაა გამომზეურებული. გეოგრაფიული არეალი – ქვემო იმერეთის სოფლები: ხრესილი (ტყიბულის ზონა) და სკანდე (თერჯოლის ზონა). ისტორიულ წყაროებშივე ცნობილი ადგილები: ,,ხრესილის ბრძოლა“ და ,,სკანდის ციხე“. XX საუკუნის 80–იანი წლებიდან დღემდე თვალყურმიდევნებული, საქართველოს ქრონიკებში ჩაკარგული ყოფიერების კერძო ისტორიები. აქ ნოველებადაა დალაგებული რეალური ამბები საოჯახო ისტორიიდან. ბავშვობისდროინდელი მოგონებები – გაუწვრთნელი გონებით აღქმული, დავიწყების შიშით დამახსოვრებული, ემოციებით გამსუყებული, სასაცილოდ თუ სატირლად შემართული, სამხიარულოდ თუ სასევდოდ შეთხზული და ჩამოკალმული. არავინ და არაფერია გამოგონილი.პერსონაჟებიც ნამდვილი ადამიანები არიან, საკუთარივე სახელებით – ზოგი ამქვეყანას მცხოვრები, უფრო მეტი კი – იმქვეყანას! ეს ამბები ძალიან ჰგავს მკითხველის მეხსიერებაში ჩარჩენილ ისტორიებს. ნივთები და საქციელიც საერთო გვაქვს და საფიქრალ–საზრუნავიც. წიგნის მასალა ჩემ მიერ ერთი წლის განმავლობაში სრულიქმნა და შეიკრა. სახელწოდებად ერთ–ერთი ნოველის სათაური შევარჩიე – ,,კალმისტარი“. ,,კალამი“, როგორც სიმბოლო წარსულის ხსოვნისა, წერა–კითხვისა, ძველი ნერგიდან ახლის გამოზრდისა (მყნობა), ბასრად ჭრისა და მახვილი სიტყვისა. ,,კალამი უჭრისო” – იტყვიან ჩვენში. სოფიო კუბლაშვილი
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
კალმისტარი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2017
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
5381
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(3) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [3]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]