შე-ბედ-ვა
წინასიტყვაობასავით
ერთი შეხედეთ, მაინც რა თავნება ხდება სიტყვა დედის წინ მორბენალი კვიცის, შე-ს გამო, როგორ ერევა იგი მშობლის
(ზმნის) საქმეში და თავის ნებაზეც ათამაშებს: შე-თანხმება, შე-ყვარება, შე-ჭრა, შე-ძულება და ა. შ. ამ ყველაფერს რომ შე-უპოვრება და თავხედური შე-ჭიდებაც არ ახლდეს, ხომ ზღაპარი იქნებოდა ყოველ მათგანში ჩამალულ ხრიკებთან შე-ბრძოლება.
ეს ისე, ხუმრობით, საკუთარი თავის წასაქეზებლად.
და მაინც –
აკაკი წერეთელსაც შევბედე!
უფროსი თაობის პროზასაც,
პოეზიასაც,
ტოლებსაც,
უმცროსებსაც,
მხატვრობასაც,
რაღაცით გამორჩეულ ადამიანებსაც,
ახლობლებსაც...
შე-მ თუ გამიმართლა, ხომ მქონია ბედი, თუ არა და დამრჩება – ვა-ი!
მანანა ამირეჯიბი