„ნახევარი წუთი“
გახსოვს რამე?
-ისე რა..
-ტკივილი გახსოვს?
-ტკივილი მახსოვს.. კიდევ დარტყმა მახსოვს.. ძლიერი და მეტი აღარაფერი..
-საავადმყოფო?
-საავადმყოფოში რომ მიმიყვანეს.. უკვე აღარ ვსუნთქავდი..
-სახელი?
-ნია,
-გვარი?
-იამანიძე
-ასაკი?
-22 წლის
-სულ პატარა – დანანებით გადაავლო ჩემს დოსიეს თვალი საბა პირველმა.
გამეღიმა
-მიზეზი?
-ავარია
-როდის?
-ალბათ, ასე, 15 – 20 წუთის წინ – საათის გატეხილ მინას დავხედე მე
-მრგვალ ბაღთან?
-დიახ..
-მძღოლი?
-არ ვიცი .. არ მახსოვს..
-მე ვიცი – გაიღიმა საბამ – დემეტრე ცეცხლაძე – მერამდენედ უნდა შევაშინოთ
ეს ბიჭი, ნელა რომ იაროს?!
სახელისა და გვარის გაგონებაზე ფერი შემეცვალა,
მაგრამ არ შევიმჩნიე.
– რა გიყო ახლა? – სიბრალულით შემომხედა მან
უცბად კარებზე ვიღაცამ დააკაკუნა
-დიახ! – მშვიდად თქვა საბა პირველმა
კარი გაიღო და ოთახში ულამაზესი, ესე, 20 წლამდე გოგონა შემოსრიალდა როლიკებით, თეთრი მოკლე ფრიალა კაბითა და ვერცხლისფერი მძივით
-პრივეტ საბ, ახალი გვყვავს ვინმე? – იკითხა გოგონამ და თავიდან-ფეხებამდე
შემათვალიერა.
-ანკა, არ მცალია, ცოტახნით მაცადე! – მშვიდად განაგრძო საბა პირველმა
-ოო, სულ ასე მაგდებ ოთახიდან, რა! – ფრთები გაისწორა გაბუტულმა გოგონამ
-მალე მოვრჩები და მერე დაგელაპარაკები – გაეცინა საბას
-204-ე ავარიის მსხვერპლი, ესაა? – ამრეზით შემომხედა ანკამ
-გახლავთ.
-დიდი არაფერი გოგოა! – თავი დაიმშვიდა მან – რამ გადარია შემოსასვლელში
ბიჭები ვერ ვხვდები! – ანკამ გაოცებით დაიფერთხა თეთრი კაბა და საბას გაუღიმა.
მე დაბნეულად შევხედე.
-რა იყო, არ მოგწონს? – გაეცინა საბას
-არა! – მშვიდად განაგრძო ანკამ
-მე მომწონს – დაუფიქრებლად აღიარა ბიჭმა
თავიდან ფეხებამდე გავწითლდი..
-არ მინდა გაგანაწყენო, მაგრამ არ რჩება – მხიარულად თქვა ანკამ
საბას სახე მოეღრუბლა
-ვინ თქვა?
-დავითმა!
საბამ ჩაახველა,
-ბატონი არასდროს არ ცვლის თავის გადაწყვეტილებას – თქვა მან დანანებით
-დიახ, ასეა, – ატლიკინდა ანკა – მეც იმიტომ გამომგზავნეს, რომ უნდა
დავაბრუნო.
მე გაოგნებული ვარ,
რეალური და არარეალური ერთმანეთში მერევა.
უცბად ანკამ თეთრი მონიტორი ჩართო.
ეკრანზე არსებულმა სურათმა, საერთოდ დამაბნია:
საკუთარ თავს ვხედავ საოპერაციოში, მაგიდაზე..
მარცხენა საფეთქლიდან მშვიდად იღვრება მეწამური სითხე,
ერთ-ერთი ექიმი ელექტროშოკს მიკეთებს.
მე კი აქ ვარ და ამ მატრაკვეცა ფრთიან არსებას ვაკვირდები.
საბამ ამოიხვნეშა და ვერცხლისფერი ფურცელი გამომიწოდა.
-მოაწერე ხელი!
-რას? – გავიკვირვე მე
-მოაწერე, მოაწერე, ადრეა შენი აქ დატოვება – მითხრა მოწყენით მან და
ალუჩისფერი თვალები აემღვრა..
უსიტყვოდ ვემორჩილები მას და ფურცელს ვართმევ.
ფურცელი ლამაზია…
ბრჭყვიალა,
გაუგებარი ლათინური ასოებით, რაღაც უცნაური ტექსტი წერია ..
ბოლოში კი – ჩემი ინიციალებია..
საბამ გამჭვირვალე კალმისტარი მომაწოდა..
ასეთი კალმისტარი ცხოვრებაში არ მინახავს..
სულ გამჭვირვალე და ისიც ბრჭყვიალა..
ვიღებ და ხელს ვაწერ..
მერე..
ფურცელს ვაბრუნებ და ვიღიმი..
ანკაც მიღიმის – ჩემი თავიდან მოშორება ძალიან უხარია,
ერთადერთი – საბაა მოწყენილი..
-კარგად! – ვუთხარი საბას და ხელი გავუწოდე
-დროებით! – შემისწორა მან და ხელზე მაკოცა
ანკას სახეზე უკმაყოფილება დაეტყო და აჩქარდა:
-ნია, წავედით, ამდენი დრო არ მაქვს, შენს გარდა იმდენი ადამიანი მყავს
დასაბინავებელი? მალე ფრთები და როლიკებიც აღარ მიშველის..
-ჩემი სახელიც იცი? – გამიკვირდა მე..
-შენ მე ვინ გგონივარ? – აღშფოთდა ანკა – ამას ვერ ხედავ? – ფრთები თავზე
შემოიხვია მან
-ბოდიში! – დავიბენი მე
-ამ ერთხელ, გაპატიებ – წარბი ამიწია ანკამ და ოთახში ორჯერ დაბზრიალდა,
მერე კარი გააღო, საბას მონუსხული მზერა ესროლა და სირინოზის ხმით დაემშვდობა – პაკა, საბ!
მერე მახსოვს გრძელი და იასამნისფერი კორიდორი,
ისიც გამჭვირვალე..
ყველაფერი ჰაეროვანი და უწონო…
არამატერიალური და უცნაური…
“ალბათ ჭკუიდან შევიშლები მალე..
ეს უკვე მეტისმეტია..“ – ვფიქრობ ჩემთვის.
ანკა ჩემს გვერდით, უკმაყოფილოდ მოკატაობს თეთრი კაბისა და თმების ფრიალით..
აშკარად რაღაცის თქმა უნდა და თავს იკავებს..
ბოლოს ვეღარ მოითმინა:
-ეს კაბა გადამრევს, სულ უნდა ისწორო, რაა! – თქვა მან ამაყად..
-ვინ გაჩუქა? – გამეცინა მე..
-ერთი ბიჭია, გიჟდება ჩემზე! – გაიპრანჭა ის
-ძალიან ლამაზია.. – ისევ გამეცინა მე – სად მივდივართ?
-გაბრუნებთ..
-სად?
-საიდანაც მოხვედი! – აღშფოთდა ანკა..
მე ისევ ყველაფერი ერთმანეთში მერევა ..
-ახლა სად ვართ?
-უიმე.. რა ცნობისმოყვარენი ხართ ეს ახლები! – ტუჩი აიბზუა მან..
მე ისევ გავჩუმდი და გამეცინა
-ის ხდება, რაც მე მგონია? – ვკითხე ფრთხილად
-წარმოდგენა არ მაქვს, შენ რა გგონია, მაგრამ გეტყვი, რომ ჩემდა
სასიხარულოდ, არ გტოვებენ..
-რა დაგიშავე, კი მარა? – ვიკითხე საცოდავად
-ბიჭი არ დამიტოვე გენაცვალე და.. თან კონკურენტებს ვერ ვიტან.. – მითხრა
გულღიად მან.. მერე კიდევ კარგად შემათვალიერა და კითხვის ნიშნით აღსასვე მზერა მესროლა – რამდენი წლის ხარ?
-22-ის
-(ანკამ წაუსტვინა) ჩემზე დიდი ხარ 6 წლით, ძალიან სასიამოვნო… შენ მალე
დაბერდები, მე კი სულ 16 წლის ვიქნები – გაუხარდა მას – თან საბას მხოლოდ ახალგაზრდა გოგოები მოსწონს..
ვერ მივხვდი, რას მეტლიკინება ეს ანგელოზი და ისევ მეცინება..
ანკა გაჩერდა და რაღაცას დაუწყო ძებნა..
გავჩერდი მეც..
-რას ეძებ? – ვკითხე მას
-ოო, ცოტახანი გაჩუმდი რა, ტვინი ამირიე ამდენი ლაპარაკით.. ლიფტს ვეღარ
ვპოულობ! – ბუზღუნებს ანკა და კაბას ნერვიულად იფერთხავს..
საცოდავად დავდექი დერეფნის კუთხეში და გავჩუმდი ..
უცებ ანკას სახე გაებადრა და მოკვდა