იტვირთება...

ზარატუსტრა: მოცეკვავე ღმერთი

ოშო (ბჰაგვან შრი რაჯნიში)

2,052 ნახვა
5
(0 რეცენზია /7 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
8
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
უცნაური სამკუთხედი: ოშო, ზარატუსტრა და ფრიდრიხ ნიცშე! და არა მარტო უცნაური, იდუმალიც - არაერთი ჩვენგანი გრძნობდა სულის აღმაფრენის დროს განსაზღვრულ სიმაღლეს ყოველ დილას და საღამოს, ინდოეთის ყველაზე ცხელი ზაფხულის საათებში, პუნაში 1978 წლის აპრილში. ვინ იყო ეს ზარატუსტრა, რომლის შესახებაც დედამიწაზე არავის არაფერი სმენია, გარდა სახელისა? და როგორ მოხდა, რომ უამრავი წლის შემდეგ, როგორც ოშომ, თითქოსდა ამოწურა სამყაროს სულიერების საგანძური, მან შეძლო ძალით აევსო ეს მითიური ძვირფასი ჭეშმარიტება? ის ლაპარაკობდა ბუდაზე, ლაო-ძიზე, ლი-ძიზე, იესოზე, ხასიდებზე, სუფისტებზე, ძენის ტრადიციებზე, უპანიშიდის წინასწარმეტყველებზე, ძველი ბერძნების ფილოსოფოსებსა და კიდევ მილიარდ სხვაზე, რომელთა სახელებიც და ტრადიციებიც არასდროს გვსმენია. ამის შემდეგ ოშო სამ წელზე მეტი სიჩუმეში წავიდა და, როცა ის დაბრუნდა, დაბრუნდა იმისთვის, რომ ახლიდან წარმოეთქვა თავისი სიტყვა - ამჯერად სუფთა სახით, აღარ იყენებდა სხვა შუამავლებს, ძველ ოსტატებს და მათ გასხივოსნებებს. მაგრამ უეცრად ჩვენ შორის ჩნდება ეს უკანასკნელი დაგვიანებულთაგან, ეს უძველესი-ახალი მისტიკოსი, რომელსაც კარგად არავინ იცნობს და არც არავის ახსოვს. დარწმუნებით ვერც იტყვი, ეს ადამიანი საერთოდ არსებობდა თუ არა, ისე ცოტა რამ არის მის შესახებ ცნობილი. ევროპაში ის გამოჩნდა როგორც „ზოროასტრა“ მასონთა ლოჟის საიდუმლო რიტუალებში და როგორც „ზარასტრა“ - მოცარტის ოპერაში „ჯადოსნური ფლეიტა“; ზარატუსტრას მიმდევრები კი - პარსები, რომლებიც დღემდეა შემონახული ბომბეიში, - მიმართავენ თავიანთ წმინდა წერილებს, ავესტას, თავიანთი ზარატუსტრას შთაგონებისთვის. მაგრამ მას მისტიკოსებთან მცირე კავშირი აქვს, რომელიც ჩვენთვის ოშოსგან არის ცნობილი. ბოლოს და ბოლოს, ოშომ ეს პრობლემა გადაჭრა, როცა ერთ-ერთ საღამოს საუბრისას თქვა: „ეს ყველაფერი ძნელია. მე ვლაპარაკობდი არა თავად ზარატუსტრაზე, მე ვლაპარაკობდი ზარატუსტრაზე, რომელიც ფრიდრიხ ნიცშემ შექმნა. ყველა დიდებული აღმოჩენა ზარატუსტრას მინიჭებული აქვს ფრიდრიხ ნიცშეს მიერ. ზარატუსტრა... ბევრჯერ მომიტანეს მისი წიგნი, მაგრამ ის ისე ბანალურია, რომ მასზე არასდროს ვლაპარაკობდი. ნიცშე ზარატუსტრათი სარგებლობდა, როგორც სიმბოლურ ფიგურად, ზუსტად ისევე, როგორც ხალილ ჯებრანმა გამოიყენა ალმუსტაფა - ის სრულად გამოგონილი იყო. ნიცშე იყენებდა ისტორიულ სახელს, მაგრამ ძალიან თავისუფლად. ასე რომ, ჯერ ერთი, თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ზარატუსტრა არის ფრიდრიხ ნიცშესი და მას ძალიან ცოტა რამ აქვს ნამდვილი ზარატუსტრასი. მეორეც, როცა მე ამაზე ვლაპარაკობ, არ მადარდებს ის, თუ რას გულისხმობდა ნიცშე - და მე არ მაქვს არანაირი საშუალება გავიგო, რას გულისხმობდა. მე მას ვიყენებ ისევე, როგორც ის იყენებდა ზარატუსტრას! ასე რომ, ეს ძალიან რთული ისტორიაა. ეს ჩემი ნიცშეა და ნიცშე - ჩემი ზარატუსტრა. ამიტომ სიმაღლეებს, სადაც თქვენ ლივლივებთ, ზარატუსტრასთან არანაირი კავშირი არ აქვს“ (წიგნიდან „ოქროს მომავალი“). ოშოს ხედვით, ზარატუსტრა - თავისებურად მოწინავე და გამორჩეული ადამიანია: ადამიანი, რომელსაც შეუძლია იცინოს და ცრემლი დაღვაროს ისევე, როგორც ნებისმიერ თქვენგანს, ადამიანი, რომელსაც შეუძლია საშინელება და გრძნობების მოზღვავება გადაიტანოს, სიამაყე და ერთგულება, სისუსტე და ძლიერება. ის გველაპარაკება სიმართლეს და გვტოვებს ჩვენს შეხედულებებთან: მას ან დავეთანხმებით, ან არ დავეთანხმებით. ჩვენი გადასაწყვეტია: მხარი დავუჭიროთ, თუ ჩვენი გზით წავიდეთ... და რასაც უნდა გვასწავლიდეს ის, გვასწავლის როგორც მეგობარი, იჭრება ყველა შესასვლელ-გასასვლელში ჭეშმარიტების გზაზე, ყველა ნაბიჯს და მოსახვევს ყურადღებით აკვირდება. ასე რომ, ოშოს ყოველი საუბარი გაკვეთილია განსაკუთრებულ თემაზე და ყოველი თემა - ეს ნაბიჯია მოგზაურობის სიღრმისკენ. ასე დაიბადა „ღმერთი, რომელსაც ცეკვა შეუძლია“, - ადამიანი, რომელიც ღმერთი ხდება, ადამიანი, რომელმაც გაბედა ყალბი სათნოებისა და ღირებულებების ბორკილების მოშორება, რომელიც ბედავს ცეკვას მიწიერი უმანკოებისა და სიხარულის გამო, სიმღერას თავის „წმინდა კის“ თავად ცხოვრებისთვის.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-9674-8-1
სათაური:
ზარატუსტრა: მოცეკვავე ღმერთი
გამომცემელი:
მთარგმნელი:
ოლიკო ცისკარიშვილი
კატეგორია:
ფილოსოფიური
ნახვები:
2052
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(7) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [7]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]