იტვირთება...

შეშლილის ჩანაწერები

ოშო (ბჰაგვან შრი რაჯნიში)

1,976 ნახვა
4.5
(0 რეცენზია /12 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
თითოეულ ჩვენგანში, სიღრმისეულად, არსებობს რაღაც, რასაც სურს ვნებიანად შეხება, ის, რაც გააღვიძებს ოცნებისკენ მავალ ჩვენს არსებას, რთულად წარმოსადგენს, მაგრამ სრულ რეალობას. ეს ოცნება სახლის ძიებასთან არის დაკავშრებული. ამ მცირე წიგნის გვერდებზე, თქვენ შეხვდებით გასხივოსნებულ ოსტატს, ბრახვან შრი რაჯნიშს. ის გვეუბნება, რომ ჩვეულებრივი ადამიანია, ისეთივე, როგორც ჩვენ, მხოლოდ ერთი განსხვავებით. მისი სახლის ძიება დასრულებულია: მან გამოიღვიძა. ასევე, ბრახვანი ამბობს, რომ მან თავისი სიცოცხლე მიუძღვნა იმას, რომ დახმარებოდა სხვებს გამოღვიძების სიხარულის განცდაში.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
შრი რაჯნიში დაიბადა კაჩვადში, შტატ მადხია პრადეშში, ინდოეთში, 1931 წლის 11 დეკემბერს. ადრეული ასაკიდან ის თავისუფლების მოყვარე და მეამბოხე სულის იყო, ეჭვქვეშ აყენებდა ყველასთვის აღიარებულ რელიგიას, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ტრადიციებს და ცდილობდა ჭეშმარიტება გაეაზრებინა თავისებურად იმის მაგივარად, რომ შეეგროვებინა ცოდნა და ეწამა ის, რაც სხვებს სწამდათ. 21 წლის ასაკში, 1953 წლის 21 მარტს, შრი რაჯნიში გასხივოსნებული გახდა. მაშინ მან თქვა: „მე უკვე აღარაფერს ვეძებ. არსებობამ გამიღო ყველა კარი, მე ისიც კი არ შემიძლია ვთქვა, რომ არსებობას ვეკუთვნი, რადგან მისგან განუყოფელი ვარ... როცა იშლება ყვავილი, მე მასთან ერთად ვიშლები. როცა ამოდის მზე, მე ამოვდივარ მასთან ერთად. ჩემში აღარ არის ეგო, რომელსაც ადამიანები ჩაკეტილი ჰყავს. ჩემი სხეული ბუნების ნაწილი გახდა, ჩემი არსებობა გახდა ერთი მთლიანის ნაწილი. მე შევწვიტე ცალკე არსებად ყოფნა“. მან დაამთავრა უნივერსიტეტი საგარში უმაღლესი შეფასებით ფილოსოფიაში. სტუდენტობის დროს იყო ჩემპიონი სრულიად ინდოეთის დისპუტების შეჯიბრში, მას ოქროს მედალი მიაკუთვნეს. ქალაქ ჯაბალპურის უნივერსიტეტში ფილოსოფიის პროფესორად ათწლიანი მუშაობის შემდეგ, ის გაემგზავრა ინდოეთში სამოგზაუროდ, ატარებდა საუბრებს, უარყოფდა სახალხო დებატებით ორთოდოქსალური რელიგიის ლიდერებს, სიმშვიდეს უფრთხობდა ტრადიციულ მორწმუნეებს და სხვ. მუშაობის პარალელურად, შრი რაჯნიში ადამიანის საზრისის განვითარების ყველა ასპექტს განიხილავდა - ზიგმუნდ ფროიდიდან დაწყებული, ჩუან-ძით დამთავრებული, გიორგი გურჯიევიდან გაუტამა ბუდამდე, იესო ქრისტედან თაგორამდე. ყოველი წყაროდან ის იღებდა ესენციას იმისთვის, რაც გამოადგებოდა თანამედროვე ადამიანს სულიერი ძიებისთვის, ეფუძნებოდა რა არა მხოლოდ ინტელექტუალურ ცოდნას, არამედ საკუთარი განცდების წყაროების შედარებას. ის არ ეკუთვნოდა არანაირ ტრადიციას. „მე საფუძველი ჩავუყარე სრულიად ახალ რელიგიურ ცნობიერებას, - ამბობდა ის, - თუ შეიძლება, ნუ დამაკავშირებთ წარსულს - წარსულის დამახსოვრებას არანაირი აზრი აღარ აქვს”. ის ატარებდა საუბრებს მის გარშემო შეკრებილ მოწაფეებთან და მაძიებლებთან, რომლებიც მის გარშემო მთელი მსოფლიოდან იკრიბებოდნენ, მისი საუბრები გამოქვეყნებული იყო ხუთასზე მეტ ტომში და ითარგმნა 33-ზე მეტ ენაზე. ის ამბობდა: „იმას, რასაც მე ვიძლევი, არ არის დოქტრინა, არც ფილოსოფია. მე ვასწავლი განსაზღვრულ ალქიმიას, ტრანსფორმაციის მეცნიერებას, ამიტომ მხოლოდ ისინი, ვისაც სურს ასეთებად მოკვდნენ, როგორებიც ახლა არიან, და იმდენად გარდაიქმნებიან რაღაც ახლად, რასაც ახლა ვერც კი წარმოიდგენენ... ამას მხოლოდ ცოტაოდენი მამაცი ადამიანი თუ შეძლებს, რადგან ეს სარისკოა. მოსმენით თქვენ პირველ ნაბიჯს გადადგამთ ახლიდან დაბადებისთვის. ასე რომ, ეს არა მხოლოდ ფილოსოფიაა, რომელშიც შეგიძლიათ შეიმოსოთ და სატრაბახოდ გაეშუროთ. ეს არ არის დოქტრინა, რომელშიც თქვენ შეიძლება ჰპოვოთ შვება უამრავი შემაწუხებელი კითხვისგან... არა, ჩემი მისია სიტყვიერ დონეზე არ არის, ის უფრო საშიშია. ის აღიარებს მხოლოდ სიკვდილს და თავიდან დაბადებას“. ინდოეთში აგრძელებდა მუშაობას ტრანსფორმაციის შესახებ, დღეში ერთხელ ატარებდა საუბრებს აუდიტორიასთან, რომელიც დაახლოებით ათას კაცსა და მაძიებელს მოიცავდა. ციტატები გამოყენებული წიგნიდან „უსიტყვო ადამიანის სიტყვები” ამონარიდებია შრი რაჯნიშის საუბრებიდან რაჯნი შპურამში, აშშ-ში. საუბრების სრული ტექსტის ნახვა შესაძლებელია „რაჯნიშის ბიბლიის” პირველ და მეორე ტომებში. შრი რაჯნიში გარდაიცვალა 1990 წლის 19 იანვარს, ინდოეთში.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-8276-7-9
სათაური:
შეშლილის ჩანაწერები
გამომცემელი:
მთარგმნელი:
ოლიკო ცისკარიშვილი
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
1976
რეიტინგი:
4,5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(12) რეცენზია
4.5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [9]
  • 4
    [2]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [1]