იტვირთება...

ბუდა: გულის სიცარიელე

ოშო (ბჰაგვან შრი რაჯნიში)

2,161 ნახვა
4.7
(0 რეცენზია /11 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
4
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ვინ ხარ შენ, ადამიანო, რას წარმოადგენ ამ უკიდეგანო და ამოუცნობ სამყაროში, რა ფუნქცია გაკისრია და ხარ თუ არა თავისუფალი... ამ ურთულეს კითხვებზე პასუხი ინდივიდუალური და აბსოლუტურად განსხვავებულია. ძალიან რთული აღმოჩნდა წიგნზე ოშოს “ბუდა: გულის სიცარიელე"-ზე მუშაობა, თუმცა რთულზე მეტად - საინტერესო. მან სულ სხვაგვარად დამანახა პიროვნული სრულყოფის გზა. იმედია, საკუთარი არსის შეცნობასა და აღმოჩენაში ეს წიგნი მკითხველსაც დაეხმარება.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ეს წიგნი აღწერს დავიწყებულ მიწას, მისი სიტყვები დავიწყებული სიტყვებია. იმისათვის, რომ გაიგოთ, აუცილებელია ახალი მიმართულებით შეტრიალდეთ, ისინი შემოდიან თქვენში საიდუმლო შესასვლელით. და მაშინ თითქოს ვიღაც ჩვენი გულის მწვერვალზე დგას და აღწერს ჰაერის სიცივეს, ყვავილების არომატს, მთვარის სიჩუმეს, ყველაფერს, რაც ხდება გარშემო. ხმა, რომელიც ჩვენ აქ ველაპარაკება, გვეჩვენება წყნარ ხმად, თითქოს ვიღაცა შორიდან გვიძახის. ის აღწერს სივრცეს, რომელიც შორი გვეჩვენება იმ ადგილებიდან, სადაც ჩვენ ცხოვრება განვლეთ, მაგრამ ხშირად ზარები რეკავენ სიტყვებს შორის მაშინ, როცა იღვიძებს დავიწყებული ჭეშმარიტება. ჭეშმარიტებაში ხმა კი ის არის, რასაც აღწერს. შესაძლოა, ჩვენ ოდესღაც აქ ვცხოვრობდით კიდეც და ეს სივრცე იყო ჩვენი სახლი.. და, შესაძლოა, ეს მიწა არც თუ ისე შორსაა, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ვეჩეხებით მას ზუსტად ასეთ მომენტებში. ჩუმი ხმა ამ წიგნში ლაპარაკობს იმაზე, რომ არსება გვიცდის შიგნით. ის დამარხულია ფიქრების მტვერსა და გულის ქაოსში. აუცილებელია, ნებისმიერი გზით გონება გავიწმინდოთ, დავაცარიელოთ გული და გავუღოთ მას, ვინც აქ ცხოვრობს, ვინც გიძახის ამ ცივი შინაგანი მწვერვალიდან. გააღეთ უკანა კარი მისი სიტყვებისათვის და მოისმინეთ. უსმინეთ ამ მაგიურ ენას, უსმინეთ ზარებს, რომლებიც რეკავენ ასე მხიარულად შუალედებში. შესაძლოა, ეს თქვენი საკუთარი ბუდა ჩამოკრავს ზარების თოკს, ზარების, რომლებიც თქვენთვის რეკავს:
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-8275-9-4
სათაური:
ბუდა: გულის სიცარიელე
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2021
მთარგმნელი:
ოლიკო ცისკარიშვილი
გვერდები:
216
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
2161
რეიტინგი:
4,7
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(11) რეცენზია
4.7
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [8]
  • 4
    [3]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]