ტრიუმვირატი
რეიტინგი
4.5 / 5
ნახვა
1554
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
არმაზ ჭაღალიძე
გამომცემლობა
არმაზ ჭაღალიძე
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„ტრიუმვირატის“ სიუჟეტის შესახებ: სიუჟეტი ვითარდება სხვადასხვა დროში, სხვადასხვა ადგილას და ჰყვება ისტორიას ტრიუმვირატის შეკვრის შესახებ. აბესალომი პრეფეკტის მკვლელობის გამოძიების მიზნით მთებში მიმალულ ძველ ციხესიმაგრეში ჩადის. სურს, რომ გამოიკვლიოს მართლა თუ მოკლეს იგი. თუ მოკლეს, რა მიზნის გამო და ვინ მოკლა. აგრიპას კი უბედურებები მუდამ თან დაჰყვება, კიდევ ერთი ტრაგედია, კიდევ ერთი შეფერხება, ერთი ხელის მოსმით მთლიანი ლეგიონი, თავისი ოცნება გაანადგურეს და ახლა ვალდებულია აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მას არ ჩაუდენია. ფილადელფოსს თავისი ადგილს ვერ ეგუება და გარბის „გაუგებრობის ტყეში“, სადაც იმის ხელში ვარდება, ვისაც ყველაზე მეტად სძულს იგი. წესით და რიგით, მისთვის სწორედ მაშინ უნდა დაიწყოს ნამდვილი ტანჯვა. ეს წიგნი ამ სამის შეკვრის შესახებ ჰყვება, ტრიუმვირატის შეკვრის შესახებ. აბესალომი წარსულის აჩრდილებს უპირისპირდება, აგრიპა აწყმოში არსებული ტანმჯველ რეალობას, ხოლო ფილადელფოსს მომავლის ტრაგედიისა შეშინებია და სცდილობს გაექცეს მას. სიუჟეტი მიუყვება მათ, თუ როგორ აღმოაჩენს აბესალომი ნამდვილ მკვლელს, თუ როგორ იბრუნებს შეუპოვრობას აგრიპა, თუ როგორ ჰპოულობს მიზანს ფილადელფოსი თავის უმიზნო ცხოვრებაში, თუ როგორ ხვდებიან ერთმანეთს და როგორ კრავენ ტრიუმვირატს ისინი. ასევე: წაკითხვის შემდეგ ან წაკითხვამდე თუ გაქვთ კითხვები ამ ნაწარმოებთან დაკავშირებით ან ზოგადად სერიის შესახებ, ან გაქვთ სურვილი, რომ თქვენი შთაბეჭდილებები ან შენიშნვნები გამიზიაროთ (ძლიერ გამიხარდება თუ კი), მაშინ შეგიძლიათ ამ მეილზე მომწეროთ: [email protected].
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები