ფშავლები
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
5498
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ვაჟა - ფშაველა
გამომცემლობა
გამომცემლობა ვანგოგენი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
„საზოგადად, ყველა ხალხების მემატიანენი გზას უქცევენ მდაბიო ხალხის მდგომარეობას, მათ ჩვეულებას და სხვა-და-სხვა გვარ ცხოვრების ავ-კარგიანობას”, - ასე მიაჩნდა ვაჟა-ფშაველას და საჭიროდ თვლიდა, რომ ფშავლების, მათი ტრადიციების, ზნე-ჩვეულებების, ყოფა-ცხოვრების და რწმენის შესახებ მკითხველებს მეტი სცოდნოდათ. 1886 წელს ვაჟა-ფშაველამ გაზეთ „ივერიაში“ ფშავლების შესახებ რამდენიმე ფელეტონი გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფელეტონში ფშაველთა შესახებ ასეთ ლეგენდას ვკითხულობთ: „როდესაც პომპეიმ გამოიარა ურიცხვის ჯარით, მაშინ „ფხოველნი“ რიცხვით სამასი კაცი დაუხვდნენ წინ ანანურში და გზა შეუკრეს. პომპეის გაუკვირდა ამ ერთი მუჭა ხალხის გამბედაობა, მიიწვია თავისთან, გამოჰკითხა ვინაობა: ვინა ხართ? გყავთ მეფე თუ არა? ფხოველთ უპასუხეს, რომ თვით მეფისაგან არიან ისინი დაყენებულნი მეფის კარის მცველად. როგორ იომებდითო, ჰკითხავდა პომპეი, რომ ვინიცობაა მომესია თქვენთვის ჩემი ჯარიო? მაშინ ფხოველთ გაიძვრეს ხმლები, იფარეს ფარები და დაერივნენ ერთმანეთს. პომპეი გაკვირვებული დარჩა მათის ხელ-მარჯვეობით, იარაღის ხმარებით, დაასაჩუქრა, აღუთქვა თავისუფლება და გაისტუმრა მშვიდობით.“
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები