კარი პირველი
... გარნა იყო უწვართთა კაცებისა სულსა შინა ზნე რამ მიმალული და ვერსაჩინარი და არსი მისი – მონება მამონისა. რა არღა აპყრია ერმანგონებისა თვალი ზნესა მას კნინსა – განღვივდა იგი და შთავარდა თესლად ცთუნებისა. იმძლავრა ფესვმან უკეთურმან ნიადაგსა შინა ლბილსა, შთასწვდაგეენიასა შესრუტვად ცოდვისა შხამთა. აღმოცენდა ყვავილი კეკლუცი – გარნა დამალპობელი ხორცისა, სურნელოვანი – გარნა დამთრგუნველი სულისა.იხილა და იყნოსა ყვავილი იგი ერმან და უხაროდის, რამეთუ იყო უბრყვილ მიმართ არსისა და უმეცარ მიმართ შედეგისა.
კაცთა გონებისა კარი განიღო ერთი, დახშული მოაქჟამამდე შვიდითა საკლიტულითა უმტკიცესითა, განიხვნა გზა სლვად მორიელისა დაიმძლავრა წყურვილმან ხვეჭისა ილეკროთა. აღაშფოთნა თვალნი უკეთესობითა ყოფამან სხვისმან, მოიცვა გული შხამმან სიხარბისამან და დააბნელაგონება შურმან. განიმახვნენ კაცნი ლახვრად და განიბრტყნენ ფარად მიმართ ერთურთისა. გათითოკაცდა ერი მოგებად საქონელისა და განიბნა წვნევადუმეტესის ფუფუნებისა. შეება თუთაშხა სატკივართა ქვეყნიერთა, მეოხ ექმნა შეჭირვებასა შინა მყოფსა მრავალსა და განუცრუვნა სხვისისა ოფლითამოპოვებული ქონება ვიეთთა; მიაგო სამართალი მანქანებითა აღზევებულთა რომელთამე და იღვაწა სახსნელად მიმძლავრებით დამდაბლებულთა;შთაუდო გულსა შინა მშვიდობა მტრად ქმნილთა და გაუცუდა ბოროტთა საქმეთა განზრახვა სხვათა, გარნა იმატა უფრორე:
გამცემლობამან ძმათა და მრუშებამან მეუღლეთა; უმადურებამან მადლფენილთა და ამპარტავნებამან ხელისუფალთა; ლიქნმან ხელქვეითთა დამზაკვრობამან მეცნიერთა; სიმდიდრისა წყურვილმან მცონარეთა, აღზევებისა სურვილმან უმეცართა და სიცრუვემან მერჯულეთა. ურკვეველ დარჩათუთაშხა ვითარებასა შიგან, რამეთუ არა უწყიდა, რომლითა ძალით მიეზღო ვალი ქვეყნისათვის თვისისა. მოეკვეთა უნარი მიზეზთა განჭვრეტისა, უქმექმნენ ძალნი აღსრულებისათვის საქმეთა საგმიროთა, და ჰრქვა:
– არღა მაქვს ცნობა, კეთილსა ვიქმ ანუ ავსა, უმჯობეს არს, დავიკრიფო მკლავნი მკერდსა ზედა და ვიპყრა ძალი ჩემი უმოქმედობად.
განდგა თუთაშხა ქვეყნისაგან თვისისა, დაინთქა ჭვრეტად და არღა გულისხმა ჰყო სადარდებელი ერისა, რამეთუ ღმერთი არა იყო თუთაშხა.