ცისკრის ვარსკვლავი მათარით არაყს დავატარებდი,
საფრთხეს ვუგებდი ხაფანგს,
ბედნიერ საათს დაბადებული
გადავდიოდი მალაყს.
ფიქრის გორაზე დაბუდებულა
ჩუმი ვარსკვლავი ცისკრის,
ტოლჩას მდუღარე ყავით აავსებს
და ფეხშიშველი ივლის.
მათარით გესლი მიტარებია,
ეშმა მიგებდა ხაფანგს.
მე დაბრკოლება კვლავ გამაკაჟებს…
ამ სიტყვებს ვუძღვნი მაკას.