იტვირთება...

წინამცურვალი

გიორგი მუხბერი

4,531 ნახვა
4.65
(0 რეცენზია /3 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0
ყიდვა
ანოტაცია
წარმოდგენილი წიგნი გაგრძელებაა ქართული კლასიკური ლიტერატურის ჯაჭვისა.ნაშრომი რელიგიურ-ფილოსოფიური ხასიათის დიდაქტიკური ჟანრის ნაწარმოებია.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
წარმოდგენილი წიგნი გაგრძელებაა ქართული კლასიკური ლიტერატურის ჯაჭვისა.ნაშრომი რელიგიურ-ფილოსოფიური ხასიათის დიდაქტიკური ჟანრის პოეტური კრებულია,რომელიც მოიცავს ორი დიდი ზომის ნაწარმოებსა და ლექსებს. მისი გაცნობა ერთნაირად საინტერესო იქნება,როგორც მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სტუდენტობისათვის,ასევე რელიგიურ,ფილოსოფიურ და ლიტერატურულ დარგში მოღვაწე სპეციალისტებისა და,ზოგადად,ფართო საზოგადოებრიობისათვის. ავტორს შექმნილი და გათავისებული აქვს ლექსის საზომი ყველა პარამეტრის ჰარმონიულობა:რითმულად და შინაარსობრივად გამართულია;დაცულია რიტმულობა და მელოდიურობა.ერთადერთ უხერხულობასა და სიძნელეს თანამედროვე მკითხველისათვის უდავოდ ქმნის ძველ-ქართულ სიტყვათა სიმრავლე,რომლის დაძლევაშიც მათ დახმარებას გაუწევს თანდართული სქოლიო შესატყვისი განმარტებებით. წინამცურვალი კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებს და გვარწმუნებს ქართული სულის ძლევამოსილებასა და მარადიულობაში-როგორც განსაკუთრებული ფენომენის ჭეშმარიტებაში და გარდაუვალობაში.იმედი მაქვს დამეთანხმებით,რომ საყოველთაო გლობალიზაციისა და სხვადასხვა კულტურული აგრესიის ფონზე,ნაწარმოები საინტერესო, ფასეული უნდა გახდეს ნებისმიერი ქართველისათვის.სასურველი იქნებოდა განსაკუთრებული დაინტერესება გამოეწვია ამ წიგნს ახალგაზრდობაში,ვინაიდან ,მოგეხსენებათ რომ სწორედ მაშინ შეინიშნება მერყევი დამოკიდებულება მშობლიური კულტურისადმი;ხშირად ისინი სხვადასხვა ფასეულობების შეფასება,შედარება,გადაფასებას შორის ჭიდილში უპირატესობას ანიჭებენ ფსევდოკულტურებს,რაც უმძიმესი უკუგებით უბრუნდებათ მოგვიანებით.ჩვენი თვალსაზრისით,გიორგი მუხბერის წინამცურვალიც თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანდა მათი გადაწყვეტილების უდრეკობასა და ურყევობაში არჩევანი გაეკეთებინათ და ჩამდგარიყვნენ ქართული კულტურის სამსახურში.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-17-912-9
სათაური:
წინამცურვალი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2012
გვერდები:
72
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
4531
რეიტინგი:
4,65
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(3) რეცენზია
4.65
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]