პირველი ნაწილი - ეპიგრაფი - აღარ არსებობენ დონ კიხოტები! წავიდა, წავიდა მაგათი დრო!
- სისულელეა, ეგენი ყოველთვის იარსებებენ!
- რა დროს დონ კიხოტი, რაინდობა ან ქარის წისქვილებთან ომია დღეს?!
- ყოველთვის იქნებიან-მეთქი, მაგრა მოვიწყენთ მაგათ გარეშე!
- ფულის გარეშე მოვიწყენთ, ფულის! თორემ, MICROSOFT-ის ეპოქაში, დონ კიხოტები ვის სჭირდება?!
...
საჭიროებას ნუ ახსენებ!
... რაც საჭიროა, მასზე მეტი რომ კაცს არ მივცეთ, ადამიანი ხომ პირუტყვად გარდიქცეოდა?!..
შექსპირი
ჩვენ გვინახავს ისინი... როცა მათი ჯიში გადაშენდება, სამუდამოდ დაიხურება ისტორიის წიგნიც, აღარაფერი დარჩება წასაკითხი.
გოეთე