-რაც ტასო დაიბადა,ჩემზე აღარ ზრუნავთ! მხოლოდ ტასო გაინტერესებთ! მე თქვენთვის აღარ ვვარსებობ!
-სანდრო, ნუ ამბობ იმას რაც სიმართლე არაა!-მიყვირის დედა
-როგორ არა,მარტო ტასო ისმის ამ სახლში! ტასოს ის უნდა,ტასოს ეს უნდა, ტასოს ის სჭირდება,ტასოს ეს სჭირდება,ჩემზე აღარ ფიქრობთ! ამოვიდა ყელში!- კიდევ ერთხელ დავიყვირე ,დედაც გაბრაზდა და სილა გამაწნა
-აი კიდევ ტასოს გულისთვის! მის მეტი არაფერი გაინტერესებთ!-მოთმინების ფიალა მევსება და ჩემს ოთახში შევრბივარ,კარს ძლიერად ვიჯახუნებ და გასაღებით ვკეტავ
-სანდრო! ახლავე გამოდი ოთახიდან!
-არ მინდა და არ გამოვალ! ვერ ვიტან მაგ ბავშვს , ვერ ვიტან ტასოს, მეზიზღება! -ვყვირივარ და თან ყურსასმენებს ვეძებ,მალევე ვპოულობ და ვიკეთებ. დედაჩემის ყვირილს მუსიკის მაღალი ხმა ცვლის, სულ სხვა სამყაროში ვეშვები,საწოლზე ვწვები და ჭერს ვაშტერდები,დრო იწელება.
ტასოზე ვფიქრობ, რაც ის დაიბადა ,მე ყურადღებას აღარ მაქცევენ,თველები დავხუჭე და გავინაბე
უეცრად მხარზე შეხება ვიგრძენი,შევკრთი და თვალები გავახილე,დედაჩემის დანახვისთანავე ყურსასმენები მოვიხსენი და დაძაბული ხმით ვკითხე
-როგორ შემოხვედი ? მე ხომ კარი ჩავკეტე!
-გასაღები მქონდა!-მოკლედ მომიჭრა
-რა გინდა?!-საწოლზე წამოვჯექი და თვალი-თვალში გავუყარე
-მე არ მცალია და ტასო ბაღიდან გამოიყვანე,ხელთათმანები წაიღე,ხელები გაეყინება!
-ისევ ტასო!-ირონიულად ჩავიცინე,დიდი ხვეწნის შემდეგ დედამ დამითნხმა.ხელთათმანები მაინც არ წავიღე