შესავალი
ასტროლოგიური ნაშრომი, რომელიც შექმნილია პროფესიონალი ასტროლოგ–ფსიქოლოგების მიერ, მოიცავს სრულიად 21-ე საუკუნის ტენდენციებს თითოეულ ნიშანთან მიმართებით და, შესაბამისად, ეს არის უკანასკნელი გამოცემა (ამ სახით), რომლის საშუალებითაც მიიღებთ უნიკალურ და უზუსტეს ინფორმაციას კონკრეტულად თქვენი ნიშნის შესახებ, ასევე, რჩევებს - თუ როგორ იურთიერთოთ ეფექტურად სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან.
წიგნებიდან, რომლებიც გამოცმეულია 12 ვარიანტად (თითოეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით), გაიგებთ, რომელი სფეროებია თქვენთვის შესაფერისი კარიერული თვალსაზრისით; მიიღებთ ინფორმაციას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ქვეყნებზე - მსოფლიო მასშტაბით, სადაც თქვენთვის საუკეთესო გარემოა, როგორც სამოგზაუროდ, ასევე საცხოვრებლად; შეიტყობთ თქვენთვის შესაფერის და შეუფერებელ სასიყვარულო პარტნიორებზე და მათი მოხიბვლის გზებზე; იხილავთ უზუსტეს ასტროლოგიურ კალენდარს, სადაც მითითებული იქნება პოზიტიური და ნეგატიური დღეები; ასევე ცხრილებს - შეფასებულს 10 ბალიანი სისტემით: ჯანმრთელობის მდგომარეობის, შესაფერისი სასიყვარულო და ინტიმური პარტნიორების შესახებ; და ბოლოს, გაიგებთ პირადად თქვენი პიროვნების უამრავ ფსიქოემოციურ, ინტიმურ და ცხოვრებისეულ დეტალს, რაც საშუალებას მოგცემთ, ეფექტურად დაგეგმოთ და წარმართოთ თითოეული დღე.