შესავალი
ასტროლოგიური ნაშრომი, რომელიც შექმნილია პროფესიონალი ასტროლოგ–ფსიქოლოგების მიერ, მოიცავს სრულიად 21ე საუკუნის ტენდენციებს თითოეულ ნიშანთან მიმართებით და, შესაბამისად, ეს არის უკანასკნელი გამოცემა (ამ სახით), რომლის საშუალებითაც მიიღებთ უნიკალურ და უზუსტეს ინფორმაციას კონკრეტულად თქვენი ნიშნის შესახებ, ასევე, რჩევებს თუ როგორ იურთიერთოთ ეფექტურად სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან.
წიგნებიდან, რომლებიც გამოცმეულია 12 ვარიანტად (თითოეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით), გაიგებთ, რომელი სფეროებია თქვენთვის შესაფერისი კარიერული თვალსაზრისით; მიიღებთ ინფორმაციას ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ქვეყნებზე მსოფლიო მასშტაბით, სადაც თქვენთვის საუკეთესო გარემოა, როგორც სამოგზაუროდ, ასევე საცხოვრებლად; შეიტყობთ თქვენთვის შესაფერის და შეუფერებელ სასიყვარულო პარტნიორებზე და მათი მოხიბვლის გზებზე; იხილავთ უზუსტეს ასტროლოგიურ კალენდარს, სადაც მითითებული იქნება პოზიტიური და ნეგატიური დღეები; ასევე ცხრილებს შეფასებულს 10 ბალიანი სისტემით: ჯანმრთელობის მდგომარეობის, შესაფერისი სასიყვარულო და ინტიმური პარტნიორების შესახებ; და ბოლოს, გაიგებთ პირადად თქვენი პიროვნების უამრავ ფსიქოემოციურ, ინტიმურ და ცხოვრებისეულ დეტალს, რაც საშუალებას მოგცემთ, ეფექტურად დაგეგმოთ და წარმართოთ თითოეული დღე.