იტვირთება...

სიტყვის დეგუსტაცია

ნონა კუპრეიშვილი

2013 წელი | საუნჯე
7,057 ნახვა
3
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
საბას ნომინანტი
ანოტაცია
ნონა კუპრეიშვილი დაიბადა ქ. სოჭში. საშუალო და უმაღლესი განათლება მიიღო სოხუმსა და თბილისში. არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, XX საუკუნის ქართული ლიტერატურის სპეციალისტი. იკვლევს კულტუროლოგიურ პრობლემებს. „სიტყვის დეგუსტაცია“ ლიტერატურული ესეების, სამეცნიერო წერილებისა და ჩანაწერების, ანუ როგორც თავად ავტორი უწოდებს, წერილობების კრებულია. პირველი თავი - კითხვა როგორც გარდასახვა - შოთა ჩანტლაძისადმი მიძღვნილი წერილით იხსნება, რაც მთელი კრებულის ერთგვარი კამერტონია და არა მარტო თავის დროზე მარგინალიზებული ამ ერთი კონკრეტული პოეტისადმი ინტერესს, არამედ მთლიანად მე-20 საუკუნის ლიტერატურული პროცესების რეინტერპრეტაციისკენ მიმართულ ტენდენციას ამჟღავნებს. მეორე თავი - კლასიკის პირისპირ - ილიას, ვაჟას, მიხეილ ჯავახიშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის და სხვათა ლიტერატურული მემკვიდრეობის თანამედროვე ლიტმცოდნეობის ჭრილში გააზრებას ეძღვნება. ტოტალიტარიზმის პირობებში შექმნილი კულტურული მითების დეკონსტრუქციას ისახავს მიზნად ალ. გრიბოედოვისა და მიხ. ვორონცოვისადმი მიძღვნილი წერილებიც. მესამე თავი გახლავთ მე-20 საუკუნის პოსტსტალინური და შემდგომი ეპოქების კრიტიკული რეფლექსიების ანალიზის ცდა. აქცენტირებულია ამ წინააღმდეგობრივი პერიოდის ნოვაციები, რომელიც ქართული კრიტიკული აზროვნების გათანადროულებას ემსახურებოდა. სწორედ ამ კონტექსტშია წარმოდგენილი ო. ჩხეიძის, რ. თვარაძის, რ. ყარალაშვილის, ა. თაყაიშვილის, დოიაშვილი-ბრეგაძის სახელები. წიგნის ავტორის ერთგვარი ავტობიოგრაფიული ნარატივია ე. წ. წერილობები, რომლებშიც კრიტიკოსმა ლ. ბრეგაძემ მხატვრული პროზის ნიშნები აღმოაჩინა და რომლებიც ქართული სინამდვილის ფართო სპექტრს წარმოგვიდგენენ. „სიტყვის დეგუსტაცია“ ლიტერატურაზე ხანგრძლივი დაკვირვების, მისი ცალკეული მონაკვეთების სიღრმისეული შესწავლის შედეგია. ამასთან იგი პროფესიული ერთგულების დამადასტურებელი წიგნიცაა და ესეც მის ერთ-ერთ ღირსებად შეიძლება მივიჩნიოთ.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
სიტყვის დეგუსტაცია
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
საბას პრემია:
ნომინანტი
კატეგორია:
კრიტიკა
ნახვები:
7057
რეიტინგი:
3
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
3
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [1]