იტვირთება...

რეაქტიული პარანოია

თამარ ყურაშვილი

3,840 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
1
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
მოთხრობების კრებული "რეაქტიული პარანოია" მკითხველს 1990-იანი წლების თბილისს გაახსნებს, იმას, რასაც განწყობის, ისტორიების თუ ურთიერთობების დონეზე გამოგვცემს თავის მოთხრობებში თამარ ყურაშვილი - დროის მანქანით წარსულში დაბრუნებისას იგრძნობა ნოსტალგია - არა სისხლიანი და ომიანი 1990-იანების, არამედ ურთიერთობების, დამოკიდებულებების, გარკვეულწილად, ფასეულობების და თუნდაც, ახალგაზრდობის წლებისადმი. მოთხრობაში “რექტიული პარანოია” კი წარმოდგენილი პრობლემის - მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის აუცილებლობისა და მისი მომხმარებლების სასტიკ დამნაშავეებად გამოცხადების ფონზე, ნაჩვენებია წყვილის ისტორია, რომელიც ადამიანის გრძნობების ფსიქოლოგიური წვდომის, ძალიან ბუნებრივი დიალოგების და, ზოგადად, თხრობის ენის წყალობით - გამორჩეული ტექსტია. აქ ადამიანებისთვის დამახასიათებელი - ცხელ წერტილშიც კი სიმშვიდის პოვნისა და რელაქსაციის აუცილებელი მოთხოვნილება ჩანს, რაც თითქოს შეგვახსენებს, რომ ათასგვარი ომებისა და დაპირისპირებებისგან, სისხლისღვრებისა და მონობისგან გადაღლილი, თავისუფლებისმოყვარე ერი ვართ. ეს რეალისტური მოთხრობაც განსხვავებული, კრეატიული ფინალით გამოირჩევა; ხოლო თითოეული პერსონაჟის წინარე ისტორია ცალკე მოთხრობასავითაა, სადაც თითქმის ხასიათებამდეა ჩამოყალიბებული პერსონაჟთა სახეები და მათი წინარე ისტორიაც მათივე ფსიქოლოგიის წვდომის წინაპირობად იქცევა - თითქოს ამით სათაურიც მართლდება “რეაქტიული პარანოია”. ბოლო ფრაზა კი ერთგვარად აჯამებს მოთხრობების საერთო განწყობას და ფილოსოფიას: “სიყვარულია ის ძალა, რომელსაც ყველა შიშისა და უიმედობის დამარცხება შეუძლია და სანამ სიყვარული იარსებებს, იქამდე იარსებებს ეს უზარმაზარი, თვალმიუწვდენელი და ბოლომდე ამოუცნობი სამყარო” და, ამავდროულად, კონცეპტუალურად კრავს კრებულს, რომლის ბაზისიც, სამყაროს მსგავსად, უანგარო და საყოველთაო სიყვარულია.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
მოთხრობების კრებული "რეაქტიული პარანოია" მკითხველს 1990-იანი წლების თბილისს გაახსნებს, იმას, რასაც განწყობის, ისტორიების თუ ურთიერთობების დონეზე გამოგვცემს თავის მოთხრობებში თამარ ყურაშვილი - დროის მანქანით წარსულში დაბრუნებისას იგრძნობა ნოსტალგია - არა სისხლიანი და ომიანი 1990-იანების, არამედ ურთიერთობების, დამოკიდებულებების, გარკვეულწილად, ფასეულობების და თუნდაც, ახალგაზრდობის წლებისადმი. მოთხრობები “წითელი პარასკევი” თუ “სხვისი ბედნიერება”, რამდენიმე სხვა მოთხრობასთან ერთად, თავისი ზომით და არსით - განწყობის შექმნის შესაძლებლობით, იაპონურ ტანკებთან ასოციაციას აღძრავს. კრებულის ბოლოს, მოთხრობაში “რექტიული პარანოია” კი წარმოდგენილი პრობლემის - მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის აუცილებლობისა და მისი მომხმარებლების სასტიკ დამნაშავეებად გამოცხადების ფონზე, ნაჩვენებია წყვილის ისტორია, რომელიც ადამიანის გრძნობების ფსიქოლოგიური წვდომის, ძალიან ბუნებრივი დიალოგების და, ზოგადად, თხრობის ენის წყალობით - გამორჩეული ტექსტია. აქ ადამიანებისთვის დამახასიათებელი - ცხელ წერტილშიც კი სიმშვიდის პოვნისა და რელაქსაციის აუცილებელი მოთხოვნილება ჩანს, რაც თითქოს შეგვახსენებს, რომ ათასგვარი ომებისა და დაპირისპირებებისგან, სისხლისღვრებისა და მონობისგან გადაღლილი, თავისუფლებისმოყვარე ერი ვართ. ეს რეალისტური მოთხრობაც განსხვავებული, კრეატიული ფინალით გამოირჩევა; ხოლო თითოეული პერსონაჟის წინარე ისტორია ცალკე მოთხრობასავითაა, სადაც თითქმის ხასიათებამდეა ჩამოყალიბებული პერსონაჟთა სახეები და მათი წინარე ისტორიაც მათივე ფსიქოლოგიის წვდომის წინაპირობად იქცევა - თითქოს ამით სათაურიც მართლდება “რეაქტიული პარანოია”. ბოლო ფრაზა კი ერთგვარად აჯამებს მოთხრობების საერთო განწყობას და ფილოსოფიას: “სიყვარულია ის ძალა, რომელსაც ყველა შიშისა და უიმედობის დამარცხება შეუძლია და სანამ სიყვარული იარსებებს, იქამდე იარსებებს ეს უზარმაზარი, თვალმიუწვდენელი და ბოლომდე ამოუცნობი სამყარო” და, ამავდროულად, კონცეპტუალურად კრავს კრებულს, რომლის ბაზისიც, სამყაროს მსგავსად, უანგარო და საყოველთაო სიყვარულია.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-450-12-9
სათაური:
რეაქტიული პარანოია
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
კატეგორია:
მოთხრობა
ნახვები:
3840
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]