იტვირთება...

სიყვარულის ფსიქოლოგია

ელგუჯა მაკარაძე

6,755 ნახვა
3.9
(0 რეცენზია /25 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
2
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
კაცობრიობა სიყვარულის იმ ღერძის გარშემო ბრუნავს, რომელიც დედამიწის ღერძივით წარმოსახვითია და თანაც ნამდვილად არსებული და თუ ამ ღერძს შენს გულზე არ გაუვლია, მაშინ, კი არ გიცხოვრია, არამედ, უბრალოდ, გიბოდიალია. რამდენი წლის ხარ? 12-ის? - ამ წიგნის წაკითხვა შენთვის ადრეა. 14-ის? - ბევრს ვერაფერს მიხვდები, მაგრამ... 16-ის? - აუცილებლად წაიკითხე და თანაც რამოდენიმეჯერ, ამ წიგნს შენთვის ვწერ, ეცადე, რაც შეიძლება ბევრი გაიგო და დაიმახსოვრო. 25-ის? - ოჰო, სიყვარულის სრულყოფილი პროფესორი ხარ და ეგ არი. ოღონდ გახსოვდეს, რომ შენი ,,დისერტაცია’’ არავის გაუკრიტიკებია. გასინჯე, იქნებ ეს წიგნია შენი პირველი ოპონენტი. 40-ის? - მაშ, ჩვენ ერთმანეთისთვის კარგად გაგვიგია. 60-ის? - დროა, ცოდვები მოინანიო! 70-ის? - ნუ ფიქრობ, რომ ყველაფერი დაკარგულია...
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
„არის, რაც სიტყვად არასდროს ითქმის, გულის ფიცარზე შენს სახელს ვქარგავ. თითქმის ყოველდღე, ყოველდღე თითქმის დავდივარ, გეძებ, გპოულობ, გკარგავ... და კვლავ დაგეძებ აღმა, თუ დაღმა, გეძებ ყვავილში და წვიმის წვეთში. ვიცი, ახლოს ხარ, ახლოს ხარ სადღაც, სადღაც კი არა ჩემში ხარ, ჩემში. დრო გაჭენებულ ცხენივით მიჰქრის და წუთისოფელს ვაწევარ დარდად. არის, რაც სიტყვად არასდროს ითქმის, დავდივარ, გეძებ, გპოულობ, გკარგავ...“ (მაპატიოს ამ დიდებული სტროფების ავტორმა, რომ მისი სახელი არ ვიცი). ყველაზე დიდი ნიჭი, რაც ღმერთმა ადამიანებს დაანათლა, სიყვარულის ნიჭია. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ყველა ადამიანის სიყვარული შეუძლიათ, ისინი ყოველთვის კმაყოფილნი და ბედნიერები არიან. სამწუხაროდ, ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომელთაც არავის სიყვარული არ შეუძლიათ საკუთარი თავის გარდა და, რა თქმა უნდა, ისინი ყოველთვის უკმაყოფილონი და უბედურები არიან. როგორც ყველა ნიჭი, სიყვარულის ნიჭიც თავისთავად არ იფურჩქნება, არამედ მას აღმოჩენა და ხელშეწყობა უნდა, ამიტომაც წაიკითხე ეს წიგნი გულდასმით ბოლომდე და ნუ ჩათვლი მას სისულელედ, თუ შეამჩნევ, რომ ავტორის აზრი შენს აზრს არ ემთხვევა. სიყვარულის იმდენი თეორია არსებობს, რამდენი ადამიანიც გაჩენილა ამ ქვეყანაზე. მეორე მხრივ, სიყვარული იმიტომაც არის საინტერესო, რომ იგი ჭეშმარიტებასავით ამოუწურავია. რაც მეტს გაიგებ, აუცილებლად შეიცნობ, თუ კიდევ რამდენი რამ არ იცი ამ საოცარი გრძნობის შესახებ, ამიტომ აბსურდულიც კი იქნება იმის მტკიცება, რომ ვინმეს ამ მხრივ ყველაფრის ცოდნის პრეტენზია ჰქონდეს. სიყვარული გრძნობაა, ესე იგი ის უნდა შეიგრძნო და არა გაიგო. გარდა ამისა ის იმიტომაც არის მომხიბვლელი და მიმზიდველი, რომ ბევრია მასში საიდუმლო და თუ ეს საიდუმლო ამოიხსნა, მაშინ გაქრება მისდამი ინტერესი და დაიკარგება ვნება. „წუთისოფელი ესეა, ღამე დღეს უთენებია. რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია" ხალხური
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
სიყვარულის ფსიქოლოგია
გამოცემის თარიღი:
2020
კატეგორია:
ფსიქოლოგიური
ნახვები:
6755
რეიტინგი:
3,9
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(25) რეცენზია
3.9
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [14]
  • 4
    [3]
  • 3
    [3]
  • 2
    [2]
  • 1
    [3]