იტვირთება...

კონკურსში მონაწილეობის პირობები

  • ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი

  • კონკურსზე განიხილება წინა კალენდარული წლის განმავლობაში წიგნად / ელექტრონულ წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ტექსტი (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა, ლიტერატურული კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა) და თარგმანი. 2019 წლის კონკურსზე გამონაკლისი გავრცელდება მხოლოდ „საუკეთესო პიესისა“ და „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკის“ ნომინაციებზე და ამ ნომინაციებში შესაძლებელი იქნება ბოლო 2 წლის, 2017  და 2018 წელს გამოცემული პიესისა და ლიტერატურული კრიტიკის წარდგენა, რადგანაც 2018 წელს ამ ნომინაციებში არ გაცემულა პრემია

  • ნომინაციაში „ქართული ნაწარმოების უცხოური თარგმანი“ მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა, რომ აღნიშნული თარგმანი გამოცემული იყოს უცხოეთში, უცხოური გამომცემლობის მიერ ან იყიდებოდეს უცხოეთში წიგნის მაღაზიების ქსელში

  • კონკურსზე „საბა“ არ განიხილება სამეცნიერო და სასწავლო წიგნები

  • კონკურსზე წარდგენილი წიგნი არ უნდა იყოს განმეორებითი გამოცემა - წარმოდგენილი წიგნი უნდა იყოს ამ ტექსტის პირველი გამოცემა

  • პოეტური კრებულის და პროზაული კრებულის შემთხვევაში, დასაშვებია, რომ ტექსტების მაქსიმუმ 30% გამოცემული იყოს ამავე ავტორის წინა კრებულებშიც, ხოლო მთლიანი ტექსტების 70% უნდა იყოს ახალი და პირველად გამოცემული წიგნის სახით

  • წიგნის კონკურსზე წარდგენა და შესაბამისი ელექტრონული განაცხადის შევსება შეუძლია როგორც წიგნის ავტორს, ისე გამომცემელს

  • გამომცემლობამ თითოეულ საკონკურსო წიგნზე ცალ-ცალკე უნდა შეავსოს განაცხადი

  • კონკურსზე განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 25 თებერვალი

  • კონკურსანტმა/გამომცემელმა უნდა წარმოადგინოს საკონკურსო წიგნის 3 ბეჭდური ეგზემპლარი, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 7, თიბისი ბანკი (მიმღებში).