დამლაგებელი

რეიტინგი

4 / 5

ნახვა

14933

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

სიესტა

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ერეკლე დეისაძის ახალი ტრანსგრესიული რომანი „დამლაგებელი“ სხვადასხვა პერსონაჟის მიერ გადმოცემული, ერთ სივრცეში მომხდარი მოვლენის ქრონიკაა; ამბავია იმის შესახებ, „თუ როგორ მოკვდა ლიტერატურა“. მწერლების მისტიურ გაქრობასა და მასთან დაკავშირებულ ამბებს გამომცემლობის მდივანი და დამლაგებელი მოგვითხრობენ და მომხდარი მოვლენების ფონზე, ცხადი ხდება, რომ „დამლაგებლის“ სახით, საქმე გვაქვს საზოგადოებრივ სატირასთან. პოპ-კულტურის ციტირებებით, პორნო-ესთეტიკისთვის დამახასიათებელი ნიშნებით, თხრობის მინიმალისტური მანერით, დინამიური მონტაჟებით თუ საზოგადოების კრიზისის ამსახველი ელემენტებით გაჯერებული რომანი, რომელმაც შეიძლება მელოდრამის პაროდიით ზოგჯერ ალმოდოვარის ფილმებიც გაგვახსენოს და ჩაკ პალანიკის პროზაც, სავსეა მოულოდნელობებით, რაც წიგნს ერთი ამოსუნთქვით საკითხავს ხდის და დეტექტიური ამბების ამოხსნასთან ერთად, მკითხველი გამომძიებლად იქცევა. მთავარი პერსონაჟი კი სულაც არ უნდა ვეძებოთ იქ, სადაც თავიდან გვგონია – არამედ ის იმ ტრანსგრესიულ მეამბოხეთა რიგებშია, რომლებიც საზოგადოების მიერ თავსმოხვეულ ნორმებს უპირისპირდებიან.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობასიესტა
გამოცემის წელი2012