საქართველოს მოქალაქე
რეიტინგი
4.2 / 5
ნახვა
980
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ერეკლე დეისაძე
გამომცემლობა
ინტელექტი
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
რა მოტივი შეიძლება ამოძრავებდეს პოლიციელს მაშინ, როცა პოეტი ქუჩიდან განყოფილებაში მიჰყავს? რა უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ პოლიციის ამ განყოფილების უფროსი ამავე პოეტს სიკვდილამდე სცემს? იქნებ, პოეტს ის ქალი უყვარს, ვინც არ უნდა უყვარდეს? იქნებ ისე არ აცვია, როგორც საჭიროა? იქნებ ვინმე ისეთზე თქვა აუგი, ვისზე ხმის ამოღების უფლებაც არ ჰქონდა? იქნებ რაიმე ისეთზე დაწერა, რაზე წერაც არ შეიძლება? იმას, რომ მსგავს შემთხვევებში ძალაუფლების მქონესთვის მოტივად და მიზეზად ყველაფერი შეიძლება იქცეს, ან საერთოდაც არ სჭირდებოდეთ თუნდაც პირობითი მიზეზები საკუთარი სისასტიკის გასამართლებლად, მტკივნეულად შეგახსენებთ ერეკლე დეისაძის ახალი წიგნი – „საქართველოს მოქალაქე“. მაშინ, როცა „საქართველოს მოქალაქე“ საკუთარი ქვეყნის პოლიციელების მიერ სიკვდილამდეა ნაცემი, საერთოდ უნდა ვსვამდეთ კითხვას, თუ რა იყო ამის მიზეზი? არსებობს ისეთი მოტივი, რომელიც ამას გაამართლებს? „თ“ ბგერა ზედა კბილებთან ენის შეხებით გამოითქმის, მაგრამ როცა ენის წვერი აღარ გაქვს, თ-ს ვერ ამბობ და „თავისუფლების“ ნაცვლად „ავისუფლება“ გამოგდის“, – ამბობს ცემისას ენადასახიჩრებული პოეტი და ძალაუნებურად გვიჩენს კითხვას: იქნებ ჩვენ, საზოგადოება, საკუთარ ენაზე კბილის დაჭერითა და თავისუფლებისთვის არასათანადო ბრძოლით ვაძლევთ უღირს ადამიანებს „ავისუფლებას“?
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები