გულის ბარძიმი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

966

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ამ კრებულში წარმოდგენილია მაია ჯალიაშვილის პოეზია,რამდენიმე მოთხრობა და ნახატი. აქვეა ორი გამოხმაურება მის კრებულზე. მაია ჯალიაშვილს, როგორც ლიტერატურათმცოდნეს, მეცნიერს, კარგად იცნობს მკითხველი, მაგრამ, როგორც შემოქმედს, ნაკლებად. ამ წიგნში სწორედ ამ კუთხით გაიცნობთ მას. აქ წარმოდგენილია შვიდ ციკლად დალაგებული მშვენიერი ლექსები და აქვეა 1996 წელს გამოცემული მცირე პოეტური კრებული „დუმილის მიღმა“. ეს პოეზია, რომელიც გამოირჩევა მხატვრულ სახეთა სიუხვით, ამხელს პოეტის სწრაფვას ამაღლებულისა და მშვენიერისაკენ. მოთხრობებში კი ვლინდება ადამიანის შინაგანი სამყაროს ხატვის ნიჭი, თხრობის ირონიული მანერა.მაია ჯალიაშვილის შემოქმედებას მსჭვალავს სიყვარული და რწმენა. ავტორი, უპირველესად, ესთეტია. გასაკვირი არ არის, რომ მას ძალიან საინტერესო ნახატებიც აქვს. მხატვრულ სახეთა ფერწერულობა და მუსიკალურობა მისი სტილის დამახასიათებელი ნიშანია. მისი მზერა მიისწრაფვის წარუვალი მშვენიერების აღმოჩენისკენ, ამიტომაც ხშირად იხედება მატერიალური სამყაროს მიღმა, რათა იგრძნოს მარადიულის სუნთქვა და შემდეგ სიტყვიერ ქსოვილში მოიხელთოს. წიგნის ყდის დიზაინის ავტორია დალი ჯვარშეიშვილი.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-0-1881-7
გამომცემლობამაია ჯალიაშვილი
გვერდები200
გამოცემის წელი2009