ქართული მოდერნისტული რომანი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

14982

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ნაშრომში გამოკვლეულია მოდერნიზმის არსი, ქართული მოდერნისტული რომანის თავისებურებანი. გამოკვეთილია ის ტენდენციები, რომლებიც ახასიათებდა ქართულ სინამდვილეში გამოვლენილ მოდერნიზმს. ქართული მოდერნისტული რომანი (გრიგოლ რობაქიძის "გველის პერანგი", კონსტანტინე გამსახურდიას "დიონისოს ღიმილი", დემნა შენგელაიას "სანავარდო") განხილულია ევროპული მოდერნიზმის კონტექსტში და მასზე ყურადღება გამახვილებულია, როგორც ესთეტიკურ ფენომენზე. გამოკვეთილია, თუ როგორ რეალიზდებოდა მოდერნიზმის ესთეტიკის პრინციპები ქართულ ლიტერატურულ სინამდვილეში. ნაშრომში გამოკვლეულია მითოსური სახეების მხატვრული ინტერპრეტაციის პრინციპები, რეალობის მეტამორფოზები (სუპრარეალიზმი, ინფრარეალიზმი, შინარეალობა, ილუზორული რეალიზმი და სხვა. წარმოჩენილია, თუ როგორ ხდება ჩაღრმავება, ერთი მხრივ, ერის სულში (გრიგოლ რობაქიძისეული კარდუს ძიება, მეორე მხრივ, კაცობრიობის მეხსიერებაში. გამოკვეთილია ინტელექტუალური რომანისთვის დამახასიათებელი ტენდენციები, გაანალიზებულია მოდერნისტული რომანის, როგორც "ფორმის ახალი მონახაზის", თავისებურებანი. გამოკვლეულია რომანი, როგორც თამაში. გაანალიზებულია თამაშის ელემენტები, ჩანაცვლება-შენიღბვის ხერხები. ყურადღება გამახვილებულია დროის მეტაფიზიკის ისეთ ასპექტებზე, რომლებიც უპირველესად "მეს" დროში ცვლილებას წარმოაჩენენ. წიგნი განკუთვნილია მეცნიერებისთვის, სტუდენტებისთვის, პედაგოგებისა და ქართული ლიტერატურის მოყვარულთა ფართო წრისათვის.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობამაია ჯალიაშვილი
გამოცემის წელი2014