ნაცმოძრყვაოსანი
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
2782
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
უცნობი
გამომცემლობა
მემატიანე21
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
სატირულ-პუბლიცისტური პოემა. პირველი გამოცემა. ქართულ ენაზე. თბილისი გამომცემლობა „უნივერსალი“. 2013 უბატონო კუთხის შვილის „ნაცმოძრყვაოსანი“ უმწვავესი კრიტიკული განწყობილებებით გაჟღენ-თილი სატირულ-პუბლიცისტური პოემაა, რომელიც შესაშური სკრუპულოზურობით წარმოგვიჩენს საქართველოში ე. წ. ვარდოსანთა მმართველობის გროტესკულ მხატვრულ სურათებს. ავტორს მხატვრულ-პუბლიცისტური შეფასების გარეშე არ რჩება ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ქართველი ხალხის ცხოვრებაში მომხდარი, თითქმის, არც ერთი რამდენადმე მნიშვნელოვანი მოვლენა და ქართული კლასიკური ხალხური პოეზიისთვის ნიშანდობლივი მხატვრული გამოსახვის ხერხების ოსტატურად გამოყენებით თვალნათლივ გვიჩვენებს ანტიეროვნული ხელისუფლების საბედისწერო ქმედებათა ტრაგიკულ შედეგებს და ფაქტობრივად ერთგვარ სახალხო განაჩენად გვევლინება. წინათქმა „მე ერთი ქიზიყელი ვარ, უბატონო კუთხის შვილი", – გულწრფელად აცხადებს ერთგან ავტორი და სინანული გამოსჭვივის მის ხმამაღლა, დაუფარავად ნათქვამ სიტყვებში: "დღეს ჩვენს ყოფას რომ ვუყურებ, ვერ ვიქნები ასე მშვიდი". "მოყვასისთვის პირში ძრახვაა" მისი ცხოვრების უმთავრესი წესი და რიგი. "უბატონო კუთხის შვილი" მშვიდად არასდროს ყოფილა განწყობილი მის ირგვლივ არსებული რეალობისადმი. იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სურს, იყოს თავისი საუკუნის ნათელმხილველი, მემატიანე და დაწეროს ქართლის ცხოვრება ისეთი, როგორიც ნახა, როგორიც უნდა რომ იყოს. ყველა დროს მუდმივ თანამგზავრებად ახლავს შუქ-ჩრდილები. ჰოდა, ისიც დიდი გუ-ლისტკივილით განიცდის ყოველივე ნეგატიურს და თავისი პოეტური სიტყვით შეგვახ-სენებს, თვალნათლივ წარმოგვიჩენს მათ და ასატკივებელს გვატკივებს. როგორც თავად ამბობს, 2011 წლის 25 მაისის გვიან ღამეს, თავსხმა წვიმაში, რუსთაველზე, პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალის კედლებს შეფარებულმა, იპოვა ფანქარი და ამ ფანქრით დაწერა თავისი პირველი სატირულ-პუბლისტური პოემა იმ ტრაგიკულ ღამეს ჩვენივე თანამოძმეთა მიერ დატრიალებულ უბედურებაზე, რომელიც, ფაქტობრივად, ე. წ. ვარდოსანთა ცხრაწლიანი ანტიხალხური, სისხლიანი მმართველობის მხატვრული მატიანეა. თბილისი 2012-2013 წ.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები