მარტჳლობაჲ და მოთმინებაჲ წმიდისა ევსტათი მცხეთელისაჲ

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

3875

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ავტორი

უცნობი

გამომცემლობა

"საბას" წიგნები

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულება. ასახავს სპარსელი ქრისტიანი ჭაბუკის წამების ამბავს, VI საუკუნის ქართლის საზოგადოებრივ და კულტურულ ყოფას. შეთხზულია ამავე საუკუნის 70-იან წლებში უცნობი ქართველი მწერლის მიერ. სპარსელი მოგვის შვილი, ქრისტიანთა თანამგძნობი გვირობანდაკი გამოქცევია სპარსეთში ატეხელ ქრისტიანთა დევნას და 541 წელს ქ. განძაკიდან ქართლში (მცხეთაში) ჩამოსულა. მონათვლის შემდეგ ეწოდა ევსტათი. სპარსელებმა დაასმინეს ჯერ უსტამ ციხისთავთან, მერე — მარზპან არვანდ გუშნასპთან, 3 წლის შემდეგ კი ახალ მარზპან ვეჟან ბუზმირთან, რომელმაც მას ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა. ევსტათიმ მისი მოთხოვნა უარყო და მბრძანებელს ვრცლად მოუთხრო ძველი და ახალი აღთქმის ისტორია, დაუსაბუთა ქრისტიანული სარწმუნოების უპირატესობა მაზდეანობაზე. ქრისტიანობის ერთგულებისათვის მას თავი მოჰკვეთეს დაახლოებით 550 წელს.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობა"საბას" წიგნები
გამოცემის წელი2016