უკრაინის ფენომენოლოგია (ტომი I)
რეიტინგი
5 / 5
ნახვა
3
ყველა პაკეტი
წიგნის შესახებ
ავტორი
ამირან ხევცურიანი
გამომცემლობა
ამირან ხევცურიანის წიგნები
წიგნის ფორმატი
ტექსტური
ანოტაცია
უკრაინა (Україна) თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის ერთერთ მნიშვნელოვან აქტორად მისი ეგზისტენციალური გამოწვევებიდან გამომდინარე იქცა - მაშინ როცა, მეზობელი ბირთვული სახელმწიფოს ვერაგული აგრესიის მსხვერპლი გახდა. აქედან გამომდინარე ჩვენს მიერ შერჩეული საკვლევი თემა საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგის ერთერთ მთავარ აქტუალურ პრობლემათა რიცხვს მიეკუთვნება. კვლევებში აღწერილი გვექნება საერთაშორისო პოლიტიკაში მიმდინარე წინააღმდეგობრივი პროცესები - ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ მიდგომებსა და როსიის ფედერაციის მიერ დადეკლარირებულ საგარეო - პოლიტიკიურ ვექტორებს შორის, რომელიც კვინტენსირდა როსია-უკრაინის ომის სახით. როსია ცდილობს არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცის არეალში გავლენების შენარჩუნებას, არამედ საერთაშორისო პოლიტიკაში გლობალური დღის წესრიგის შემქმნელის იმიჯის დამკვიდრებას, რისთვისაც იგი საერთაშორისო თანამეგობრობას სთავაზობს არსებული ლიბერალური პოლიტიკური დღის წესრიგის გადახედვასა და ახალი - მისთვის მისაღები საერთაშორისო ნორმების დამკვიდრებას. მისი ამოცანების რეალიზების ინსტრუმენტად პოსტსაბჭოთა უკრაინის გამორჩევა, ბევრი მკვლევარისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა: მათი ნაწილი, ფიქრობდა, რომ კრემლი „ვა ბანკზე“ წასვლას არ გარისკავდა და მისთვის კომფორტულ „ზღვარზე თამაშს“ გააგრძელებდა. მეორეს მხრივ, მათი მოულოდნელობა იმითაც იყო განპირობებული, რომ „გლობალური დაპირისპირების საფრთხეს სხვა პოლიტიკურ სიბრტყესა და პლანეტის სხვა ნაწილში ხედავდნენ (ახლო აღმოსავლეთი, სამხრეთ-დასავლეთ აზია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია) და არა ევროპის შუაგულში. თუმცა, მივიღეთ განსხვავებული სურათი: უკრაინა, როგორც გეოპოლიტიკური კვანძი, გადაიქცა ცივილიზაციური დაპირისპირების ცენტრად, სადაც უნდა გადაწყდეს ევროპული კონტინენტის (და არა მხოლოდ უკრაინის ) მომავალი. სხვათაშორის მოვლენათა განვითარების ანალოგიურ სურათს, გასული საუკუნის მიწურულსაც წინასწარმეტყველებდნენ ზ.ბზეჟინსკი, ჰ.კისინჯერი, ფ.ფუკუიამა და სხვა ცნობილი მოაზროვნეები.
მეტის ნახვა
კატეგორიები
წიგნის მახასიათებლები