რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში და ახალი გეოპოლიტიკური რეალობა - ყარაბაღის ომი II

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

1152

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

ანოტაცია

მონოგრაფია ეძღვნება რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და სტრატეგიული ინტერესების კომპლექსურ განხილვას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. თემა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ბოლო ოცდაათი წლის მანძილზე, ყოფილი საბჭოთა კავშირის არც ერთი სხვა რეგიონი არ შეჯახებია ისეთ სერიოზულ რყევებს როგორსაც სამხრეთ კავკასიის რეგიონი. სამი გადაუწყვეტელი კონფლიქტის არსებობა და ურთულესი გეოპოლიტიკური გარემო უახლოეს პერსპექტივაში ჯერ კიდევ დაძაბული და არასტაბილური მდგომარეობის შენარჩუნების საფუძველს იძლევა. ამ პერსპექტივას, რუსეთის დესტრუქციულ როლთან ერთად, კიდევ უფრო ასაზრდოვებს ის ფაქტორიც, რომ რეგიონის ირგვლივ მიმდინარე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროცესების პირობებში, რეგიონის სამივე ქვეყანა ატარებს სრულიად განსხვავებულ და არაკოორდინირებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს. ფაქტობრივად, ნულოვანია ერთიანი რეგიონალური უსაფრთხოების სისტემის შექმნის პერსპექტივაც. ეს უკანასკნელი კი სერიოზული დაბრკოლებაა გლობალური კონსესუსის ძიებისა და პოლიტიკური სტაბილურობის დამყარების თვალსაზრისით. მონოგრაფიაში დეტალურად არის აღწერილი ყარაბაღის მე-2 ომის დროს განვითარებული მოვლენები და მისი საბოლოო შედეგებიდან გამომდინარე, რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობა. ხსენებული რეალობის კონტექსტში გამოკვეთილია რეგიონის მთავარი აქტორების (რუსეთი; თურქეთი) როლი და გავლენის არეალი. აგრეთვე მეცნიერულად გააზრებულია და კომპლექსურად გაანალიზებულია შემდგარი სტატუს კვოს მნიშვნელობა და სამომავლო პერსპექტივები.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-495-26-7
გამომცემლობაამირან ხევცურიანის წიგნები
გვერდები285
გამოცემის წელი2021