დანაშაული დანაშაული არ არის

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

436

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

ამბობენ, რომ სადღაც, არსებობს აკადემია, რომლის არსებობაც კანონითაც და მორალითაც დაუშვებელია. აკადემია, რომელიც პროფესიონალ კრიმინალებს ზრდის. იქ შენით ვერ მიხვალ. ისინი თვითონ მოგაკითხავენ — მაშინ, თუ გადაწყვეტენ, რომ გაქვს შესაბამისი მიდრეკილებები, უნარები, მიზანი, ან უბრალოდ ის გამორჩეული ადაპტირების უნარი და ინტუიცია, რომელიც სხვებს არ აქვთ. მათი გამოჩენა არჩევანს არ გიტოვებს: ან დათანხმდები, ან სამუდამოდ კარგავ შანსს, მათთან რამე კავშირი გქონდეს. ამ აკადემიაში სწავლობენ იმას, რაც ადამიანი ფსიქიკის, ქცევის, ძალაუფლებისა და მორალის საზღვრებს მიღმაა. აქ არღვევენ აზროვნების სტრუქტურას, ერთმანეთს აცილებენ გონების თითოეულ შრეს და შემდეგ თავიდან აწყობენ. აქ აძლევენ ცოდნას, რომელსაც საუკუნების განმავლობაში, ბნელი სამყარო ფარავდა. ცოდნას, რომელსაც ჩვეულებრივ მოკვდავთა სივრცეში ადგილი არ აქვს. თუმცა, ყველაზე დიდი საიდუმლო თვითონ აკადემია არ არის. არსებობს წიგნი — რომელიც ინფორმაციას ამ აკადემიის შესახებ ხელმისაწვდომად აქცევს. ეს ცოდნა არ იკითხება როგორც ლიტერატურა, ის ნელ-ნელა ხდება შენი ფსიქიკის ნაწილი. როგორც ვირუსული პროგრამა, რომელიც შენში მუშაობს მაშინაც, როცა წიგნს არ ეხები. როგორც შინაგანი, აკვიატებული ხმა, რომელიც გაძლევს მინიშნებებს, მიმართულებებს, სტრატეგიებს. წიგნის წაკითხვა არჩევანია, რომელიც დაწყების შემთხვევაში უკან დასახევ გზას აღარ დაგიტოვებს. რადგან ის, რასაც აქ იპოვი, მხოლოდ ცოდნა არაა — ეს არის ძალაუფლება, რომელიც შენს გონებაში სახლდება და წყვეტს, რას გააკეთებ შემდეგ. და ეს წიგნი, რომელიც, ალბათ არც უნდა არსებობდეს, ახლა შენს ხელშია. ეს წიგნი სათაურით ამბობს მთავარ სათქმელს - დანაშაული დანაშაული არ არის.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაავთანდილ ვაშაძის წიგნები
გვერდები361
გამოცემის წელი2025