დიდების ზღაპარი

რეიტინგი

5 / 5

ნახვა

76

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

იყო და არა იყო რა. იყო ერთი ქალაქი. ჩვეულებრივი ზღვისპირა, პატარა ქალაქი იყო, სანამ, ერთ დილით, ახალგაზრდობა გაქრებოდა და მხოლოდ მოხუცები დარჩებოდნენ. შეიძლება თვითონ სამყარომ გადაწყვიტა, რომ უიმედოდ დარჩენილ სამყაროში ახალგაზრდობის ადგილი არ იყო და დატოვა მხოლოდ ისინი, ვისაც აღარაფერი ესაჭიროება, არც ოცნება, არც ლოდინი, არც ხვალინდელი დღის რწმენა და იმედი. ისინი, ვინც უკვე ყველაფერი გამოიარა, უკან მოიტოვა და მხოლოდ დასასრულიღა დარჩა. შეიძლება... წავიდნენ, რადგან მიხვდნენ, ეს ქალაქი არასდროს გახდებოდა მათი. აქ არასდროს იქნებოდა ადგილი თავისუფლებისა და სიხარულის შესანარჩუნებლად. ამიტომაც გაიქცნენ, თავი დაიხსნეს მათგან, ვინც თავიანთი წარსულის ტყვეობაში ცხოვრობს და არც სხვას აცდის მომავლისკენ გახედვას.

მეტის ნახვა

კატეგორიები

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობაავთანდილ ვაშაძის წიგნები
გვერდები160
გამოცემის წელი2025