დეგენერატების ქალაქი

რეიტინგი

3 / 5

ნახვა

6188

შეიძინე პაკეტი

7500-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

"დეგენერატების ქალაქი" ახალგაზრდა მწერლის მეორე წიგნია. ავტორმა სათქმელის გამოხატვის ორიგინალური ხერხი აირჩია. მოქმედება უცნაური ქალაქში ვითარდება; უცნაურ ქალაქში კი, ბუნებრივია, უცნაური ამბები მოხდება. გაუკუღმართებულ სივრცეში რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანის ტრაგიკული ისტორია ბევრ დამაფიქრებელ ეპიზოდსა თუ დეტალს შეიცავს. "ამ რომანს ვერ ექნება "ჰეფი ენდი", რადგან ბოლოს არავინ ქორწინდება. სურვილი იქით იყოს და, ამის შანსიც კი არავის მისცემია... ის კვირა ცა სტაბილურად რუხი იყო – თითქოს წვიმას აპირებდა, სინამდვილეში კი ერთი წვეთიც არ ჩამოვარდნილა. როცა, ცის შემხედვარე, შფოთი გიპყრობს, მიწიდან კარგს არაფერს უნდა ელოდო", – ასე იწყება ამბავი, რომელიც უამრავ მოულოდნელ პასაჟად იშლება. ქაოსური თხრობა ავტორის თვითმიზანია, მისი ჩანაფიქრის გამოცნობა კი უკვე მკითხველზეა დამოკიდებული. გაუკუღმართებული დრო და გაუკუღმართებული ადამიანები ლაშა მილორავას ახალ, საშინელებათა ჟანრის რომანში მკითხველის შეფასებას ელის.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

ISBN978-9941-15-938-1
გამომცემლობასულაკაურის გამომცემლობა
გვერდები124
გამოცემის წელი2013