დროთა კავშირი

რეიტინგი

3.6 / 5

ნახვა

3780

შეიძინე პაკეტი

7000-ზე მეტი წიგნი პაკეტში
ყველა პაკეტი

წიგნის შესახებ

გამომცემლობა

დროთა კავშირი

წიგნის ფორმატი

ტექსტური

ანოტაცია

"დროთა კავშირი” ედიშერ ყიფიანის მიერ 1967 წელს დაწერილი სამეცნიერო ფანტასტიკური მოთხრობაა. მართალია, ის მწერლის შემოქმედებაში ჟანრული ლიტერატურის ერთადერთ ნიმუშს წარმოადგენს, თუმცა მის ისეთ ცნობილ რომანებშიც კი, როგორებიცაა “ცაში ასროლილი ქუდები” და “წითელი ღრუბლები”, ასევე შეინიშნება ის გამორჩეული ხედვა, ესთეტიკა და მგრძნობელობა, მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკას რომ ახასიათებს. “დროთა კავშირს” ქართულ ლიტერატურულ ტრადიციაშიც გამორჩეული ადგილი უკავია. მაშინ, როცა ამ ჟანრში მოღვაწე გასული საუკუნის ქართველი მწერლები მკითხველს, ძირითადად, ატომური იარაღის და ზოგადად ომის დამანგრეველი ძალის შესახებ აფრთხილებდნენ, ედიშერ ყიფიანი ერთადერთი იყო, ვინც საკაცობრიო კრიზისის გამომწვევად ინფექციური დაავადების გავრცელება წარმოიდგინა. მართალია, მოთხრობაში მოქმედება პოსტპანდემიურ პერიოდში მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ მაინც ვხედავთ, რის მსხვერპლად დაუჯდა და როგორი უპრეცედენტო ნაბიჯების გადადგმა მოუწია კაცობრიობას დაავადების შესაჩერებლად. სხვა მხატვრულ და ისტორიულ ღირებულებებთან ერთად სწორედ ამ სიუჟეტური ხაზის გამოც იმსახურებს “დროთა კავშირი” თანამედროვე მკითხველის განსაკუთრებულ ყურადღებას.

მეტის ნახვა

წიგნის მახასიათებლები

გამომცემლობადროთა კავშირი
გვერდები32
გამოცემის წელი1967