იტვირთება...

მაღლა - ზეცისკენ !

თამარ ბართაია

2018 წელი | Ta-mari
443 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
1
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
პიესა დაფუძნებულია მხოლოდ რეალურ ფაქტებზე და ასახავს აფხაზეთის ომის უმძიმეს ბოლო დღეებს. კერძოდ კი სოხუმის დაცემას და ჟიული შარტავასა და მისი გარემოცვის სიცოცხლის უკანასნელი საათებს. ეს არის ამბავი ადამინებისა, რომლებიც ვერ გატეხა, ვერც ღალატმა, ვერც მტრის მუქარამ, ვერც წამებამ და მძევლებად დარჩენილები შიშველი ხელებით, მაგრამ ამაყად დახვდნენ კბილებამდე შეიარაღებულ მტერს. ჟიული შარტავას განვლილი ცხოვრების გზა , დაბადებიდან - მის მოწამეობრივ აღსასრულამდე ფრაგმენტულად გასდევს მთელ პიესას და და თანდათან მთელი მისი ბიოგრაფია და პორტრეტი იკვეთება. მხატვრულ ჭრილში გააზრებული ეს ისტორიული ფაქტი, არის მაგალითი, ნამდვილი გმირობის და სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად შეწირული ცნობილი, თუ უცნობი გვარების კიდევ ერთი გახსენება.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
პიესის მოქმედება იწყება დღევანდელ დღეს , საქართველოს საპარტრიარქოს რეზიდენციის ბაღში. ჟიული შარტავას უმცროსი და, ამჟამად უკვე ასაკოვანი, ცისანა შარტავა (რომელიც საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის ილია მეორის პირადი ექიმია), იძულებულია შეხვდეს ავტორს, მასზე უმცროს მწერალ ქალს, რომელიც ჟიული შარტავაზე პიესის დაწერას აპირებს. ცისანა ყველანაირად ცდილობს აირიდოს ეს შეხვედრა , რადგან მიუხედავად წლებისა ამ თემაზე საუბარი მისთვის მოუშუშებელი ჭრილობაა, თუმცა ვერ ახერხებს. ამ ორი ქალის შეხვედრის პირველივე წუთებიდან ირკვევა, რომ მწერალ ქალსაც ჰყავს ძმა გარდაცვილილი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს ფაქტი ცვლის ცისანას განწყობას, რადგან ხვდება, რომ მწერალი ქალის მხარეს უფრო დიდი სიმძიმეა და მისადმი თანაგრძნობა, მათ შორის გულწრფელ საუბარს ბადებს. ცისანა მოგონებებით გადადის წარსულში და იხსენებს ჟიულისთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო ამბავს, მათ შორის კომიკურსაც და სიმბოლურსაც, რასაც შემდგომში განვითრებაც ეძლევა. პიესაში ასოციაციურად ცვლიან ერთმანეთს ბავშვობის, სკოლის , სოფელში მშობლებთან ერთად გატარებული სცენები. შემდეგ ჟიულის სტუდენტობა, პირველი და უკანასკნელი სიყვარული, დაოჯახება და შვილები. პარალელურად ვითრდება აფხაზეთის ომის ყველაზე შთამბეჭდავი ეპიზოდები: ომის დაწყება, ჟიულის მოულოდნელი გამგზავრება სოხუმში, განშორება მეუღლესთან, მისი ბოლო სიტყვები. ომის საშინელებები და შევარდნაძის ჩასვლა სოხუმში. ჟიულის მძევლად დატოვება. ცოცხლდება დრო, როცა ჩაბნელებული მთავრობის სახლის მეშვიდე სართულზე , მხოლოდ ერთადერთ ოთხში ერთო სინათელე და ეს სინათლე შუქურასავით იყო, იქ დარჩენილი ქართველებისთვის. ერთადერთი იმედი, რომ ჟიულიმ ისინი არ მიატოვა. სცენები , რომლებიც იმ ავბედით დღეებზე ვიდეოკადრებმა შემოგვინახეს: ის და მისი უკვე განწირული თანამებრძოლები , ვისთვისაც ჟიულის ყოველი ღირსეული ნაბიჯი თითქოს გადამდები ხდება . და სცენა დახვრეტის წინ , ბოლო კადრები, როცა მას და მის თანამებრძოლებს მტერი დაჩოქვას უბრძანებს. პასუხი კი ყველასგან ერთია -არასოდეს!!! პარალელრად მივყვებით იმ ადამიანებს , რომლებმაც სოხუმი დატოვეს და კოდორის ,,გოლგოთას გზას’’ შეუდგნენ. პიესაში მუდმივად ხდება მონაცვლეობა, ჟიულის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფრაგმენტებისა და ქვეყნაში მიმდინარე მოვლენების. პიესის ფინალიც ამ გადასახედიდან, გმირის ცხოვრების გადაფასებაა, როგორც ქვეყნის, ისე ოჯახის წევრების მიერ. ყველფერი კი დაფუძნებულია მხოლოდ რეალურ ფაქტებზე, ჟიული შარტავს მეგობრების, ოჯახის წევრების თუ თანამებრძოლების ინტერვიუებზე, მოგონებებზე და ისტორიულ წყაროებზე.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
მაღლა - ზეცისკენ !
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2018
კატეგორია:
დრამატურგია
ნახვები:
443
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]